„ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები
„ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები „ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები. ცვლილებებს მხარი „ოცნების” 84-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო. კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით: ზუსტდება ცილისწამების განმარტება; კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე; სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე; კანონს ექნება […] The post „ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები appeared first on .

„ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები.
ცვლილებებს მხარი „ოცნების” 84-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ იყო.
კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:
- ზუსტდება ცილისწამების განმარტება;
- კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;
- სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
- კანონს ექნება 100-დღიანი უკუძალა, რაც ნიშნავს, რომ ის რეგულაციის ამოქმედებამდე 100 დღით ადრე გაკეთებულ განცხადებებზეც გავრცელდება.
- უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
- უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
- პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;
- გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;
- იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
- ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს. ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.
„ქართული ოცნების” პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და 2 დღეში მიიღო.
The post „ოცნებამ” საბოლოოდ მიიღო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში ცვლილებები appeared first on .
What's Your Reaction?






