ოჯახის სიწმინდის დღე
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა გაიმართება ბათუმში. მსვლელობის მონაწილეები 14 საათისთვის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბებიან. მსვლელობა გამსახურდიას ქუჩის გავლით ბათუმის განთავისუფლებისთვის მებრძოლთა საფლავთან დასრულდება, სადაც სასულიერო პირები სამშვიდობო პარაკლისს აღავლენენ. ლოცვით მსვლელობა გაიმართება თბილისშიც. საპატრიარქოს ინფორმაციით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს მსვლელობა გაიმართება ბათუმში. მსვლელობის მონაწილეები 14 საათისთვის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბებიან. მსვლელობა გამსახურდიას ქუჩის გავლით ბათუმის განთავისუფლებისთვის მებრძოლთა საფლავთან დასრულდება, სადაც სასულიერო პირები სამშვიდობო პარაკლისს აღავლენენ.
ლოცვით მსვლელობა გაიმართება თბილისშიც. საპატრიარქოს ინფორმაციით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ. 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს გამოცხადდა.
What's Your Reaction?






