პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”
სააგენტო "პარალელი" პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას” საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას. როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის საქმე, ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ აღარ შეუძლია […] პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”
საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას.
როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე არ არის უბრალოდ ერთი ადამიანის საქმე, ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ აღარ შეუძლია მართვა.
ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის. ვიბრძვით მომავლისთვის, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ – თავისუფალი, განათლებული, ძლიერი და განვითარებული.
თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს და გამარჯვება საქართველოს!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”
პარალელი
What's Your Reaction?






