“პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია” – ზაზა ბიბილაშვილი
სააგენტო "პარალელი" “პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია” – ზაზა ბიბილაშვილი ,,ჭავჭავაძის კვკევითი ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, ფაქტებით და განმარტებებით ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას: ,,შალვა პაპუაშვილი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობდა და, მისივე ლოგიკით, უცხოური ძალის ინტერესებს ატარებდა, ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, რასა იუკნევიჩიენეს, მიმართავს და ეუბნება, ,,არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღოო”. ვითომ […] “პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია” – ზაზა ბიბილაშვილი ნინი ხიჯაკაძე

სააგენტო "პარალელი"
“პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია” – ზაზა ბიბილაშვილი
,,ჭავჭავაძის კვკევითი ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით, ფაქტებით და განმარტებებით ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას:
,,შალვა პაპუაშვილი, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება უცხოურ ორგანიზაციაში მუშაობდა და, მისივე ლოგიკით, უცხოური ძალის ინტერესებს ატარებდა, ქართველი ხალხის დიდ მეგობარს, რასა იუკნევიჩიენეს, მიმართავს და ეუბნება, ,,არ შეიძლება სტალინის ზიზღით მთელი ერი შეიზიზღოო”.
ვითომ ხომ სტანდარტული ქოცნაძირლობაა, მაგრამ სინამდვილეში ენითაღუწერელი დანაშაულია საქართველოს ისტორიის წინაშე. ამით პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია.
სტალინი იყო კაციჭამია, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო, რომელმაც ქართველი ერის საუკეთესო ნაწილი გაჟლიტა, რომელმაც საქართველოს ტერიტორია ლამის გაანახევრა (ყველა მეზობელს რაღაც აჩუქა, იმდენად სძულდა საქართველო), რომელიც დღემდე საქართველოს ყველაზე დიდი მტრის, პუტინის საფიცარი და რუსული იმპერიული იდენტობის ქვაკუთხედია, რომელიც იმდენად უჯიშო იყო, რომ 30 წლის განმავლობაში ერთხელ არ ჩასულა გორში დედის სანახავად და რომელიც საკუთარ თავს, სრულიად ლოგიკურად, რუსად მიიჩნევდა…
მაგრამ არა – ქოცისთვის სტალინი მაინც ქართველია.
ისე, შეგახსენებთ: სტალინის დედის საფლავი დღემდე მთაწმინდის პანთეონშია, აკაკის საფლავის გვერდზე. აი, ეგ საფლავი იქნება მაქედან მოსაშთობი და 2012 წელს თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის სახლის წინ აღმართული მკვლელებისა და კრიმინალური სამყაროს რევანშის ძეგლი, როცა ამ ჭირს მოვიშორებთ”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“პაპუაშვილი სტალინს ქართველ ხალხთან აიგივებს, რაც საქართველოს არცერთ მეგობარს აზრად არ მოსვლია” – ზაზა ბიბილაშვილი
ნინი ხიჯაკაძე
What's Your Reaction?






