პარიზმა ასენსიო კვლავ არ დაიტოვა - ესპანელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს

პარიზმა ასენსიო კვლავ არ დაიტოვა - ესპანელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს

სექ. 2, 2025 - 02:57
 0
პარიზმა ასენსიო კვლავ არ დაიტოვა - ესპანელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
„ფენერბაჰჩემ“ შემტევი ხაზი მარკო ასენსიოთი გააძლიერა — კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ესპანელის ტრანსფერი „პარი სენ-ჟერმენიდან“. 29 წლის ესპანელი ნახევარმცველი სტამბოლურ გრანდში 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც კიდევ ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.

RMC Sport-ის ცნობით, ტრანსფერის თანხამ 15 მილიონი ევრო შეადგინა.აღსანიშნავია, რომ Transfermarkt-ზე ასენსიოს საბაზრო ფასი 20 მილიონად არის შეფასებული.

ესპანელმა შემტევმა გასული სეზონის ნახევარი იჯარით „ასტონ ვილაში“ გაატარა, სადაც 13 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თურქეთში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow