პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებებს კენჭისყრაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები. მისივე თქმით, კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერი. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე მიჩნეული იქნება გრანტად. ასევე, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა. „გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოურ გრანტებზე შემოღებულ იქნა მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის გაცემის მექანიზმი, რითაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის კიდევ მეტად ქმედითი სამართლებრივი გარანტიები იქნა რეგლამენტირებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართა და ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი, ეფექტიანი გახდეს. კერძოდ, იდენტიფიცირებულია რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის და ამდენად, ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს. მით უმეტეს, არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო -სამეცნიერო სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ივნ. 10, 2025 - 19:27
 0
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა. ცვლილებებს კენჭისყრაზე 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, „ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს+ (Erasmus+)-ის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები.

მისივე თქმით, კანონში დამატებით ზუსტდება გრანტის ცნების შესახებ ჩანაწერი. კერძოდ, შემოთავაზებული ცვლილებით, მათ შორის, ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე მიჩნეული იქნება გრანტად. ასევე, გარკვეული ტექნიკური დაზუსტებებია გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებთან მიმართებითაც, რომელიც უკავშირდება ჰუმანიტარულ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, აგრეთვე, ზუსტდება გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხა.

„გრანტების შესახებ“ კანონში აპრილში შეტანილი ცვლილების თანახმად, უცხოურ გრანტებზე შემოღებულ იქნა მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის გაცემის მექანიზმი, რითაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის კიდევ მეტად ქმედითი სამართლებრივი გარანტიები იქნა რეგლამენტირებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართა და ადმინისტრირება უფრო მეტად მოქნილი, ეფექტიანი გახდეს. კერძოდ, იდენტიფიცირებულია რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის და ამდენად, ისინი შეიძლება არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს. მით უმეტეს, არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც დაშვებულია გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის, საგანმანათლებლო -სამეცნიერო სფეროზე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow