პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო – მესამე მოსმენით, 85-ხმით ერთხმად – მიიღეს. მიღებული ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები გაუქმდა. ის სისხლის სამართლის საქმეები კი, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავიდა. ცვლილება ამ მიმართულებით 20 კანონში განხორციელდა. საკანონმდებლო […]

ივნ. 24, 2025 - 16:27
 0
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივა დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტი საბოლოო – მესამე მოსმენით, 85-ხმით ერთხმად – მიიღეს.
მიღებული ცვლილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები გაუქმდა. ის სისხლის სამართლის საქმეები კი, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდებოდა, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავიდა.
ცვლილება ამ მიმართულებით 20 კანონში განხორციელდა.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow