პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს - მმართველ პარტიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.  ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას ყრილობამ მხარი ერთხმად დაუჭირა. დღესვე, დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც. პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2021-2024 წლებში.

მაი. 7, 2025 - 15:27
 0
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიულ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე აირჩიეს - მმართველ პარტიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.  ახალი თავმჯდომარის კანდიდატურას ყრილობამ მხარი ერთხმად დაუჭირა.

დღესვე, დამტკიცდება პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობაც.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა 2021-2024 წლებში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow