“პატარა რჩევა წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას” – გიორგი თავდგირიძე
საზოგადოებრივი მოძრაობა „ფარის“ თანადამფუძნებელი, პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე: პატარა რჩევა მინდა საჯაროდ შევთავაზო წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას. ნუ იქნებით სწორხაზოვნები და ნუ გგონიათ, რომ ივანიშვილს თქვენ თუ არ ჩამოხადეთ პერმანენტულად ნიღაბი, არავინ იცის ვინ არის. ნუ გგონიათ, რომ მისი მანევრები ან გაუგებრობები რუსებთან მას საშუალებას მისცემს უკვე ჩადენილი დანაშაულები ჩამოირეცხოს. ნუ გგონიათ რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში […] The post “პატარა რჩევა წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას” – გიორგი თავდგირიძე appeared first on .

პატარა რჩევა მინდა საჯაროდ შევთავაზო წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას. ნუ იქნებით სწორხაზოვნები და ნუ გგონიათ, რომ ივანიშვილს თქვენ თუ არ ჩამოხადეთ პერმანენტულად ნიღაბი, არავინ იცის ვინ არის. ნუ გგონიათ, რომ მისი მანევრები ან გაუგებრობები რუსებთან მას საშუალებას მისცემს უკვე ჩადენილი დანაშაულები ჩამოირეცხოს. ნუ გგონიათ რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ ან ავანგარდში ხართ, ან მხოლოდ თქვენ ხართ, ან რამე განსაკუთრებული როლი გაქვთ. როდესაც თქვენგან განსხვავებულ მოსაზრებას აკრიტიკებთ, ისე შორს ნუ შედიხართ, რომ შემთხვევით შემოგემტკიცოთ თუ შემოგესაბუთოთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას რუსები აფინანსებდა ივანიშვილის ხელით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში თქვენ შემოიყვანეთ, ფესვები გაადგმევინეთ და მერე ერთად განხორციელებული “შუა უნდა გაიკრიფოს” პროექტით ივანიშვილი ძლიერი ოპოზიციის გარეშე დატოვეთ პოლიტიკურ ველზე. არ დაგავიწყდეთ, როდესაც თქვენ ვერ ამარცხებდით და სხვას არ აკარებდით ბრძოლის ველზე, ივანიშვილმა ავტორიტარიზმი მარტივად დაამყარა.ამიტომ, დასკვნის სახით, თქვენ არ იცნობთ ივანიშვილს, არ გესმით მისი რუსული პოლიტიკის არსი და არც დამარცხების ალგორითმი გაქვთ, ამიტომ სხვას მაინც ნუ შეუშლით ხელს. მიდექით ცოტა ხნით გვერდით და გამარჯვების შემდეგ ისარგებლეთ დემოკრატიის სიკეთეებით (თანაც ეს დემოკრატია თქვენი ძლიერი მხარე სულაც არ არის).
The post “პატარა რჩევა წინა ხელისუფლების საექსპერტო საზოგადოებას” – გიორგი თავდგირიძე appeared first on .
What's Your Reaction?






