"პატიმარი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს" - რა ხდება ცნობილი ციხეში სასტიკად ნაცემ პატიმარზე

გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კა­ტი, მუხ­რან ღურწკა­ია ადას­ტუ­რებს.რო­გორც ად­ვო­კა­ტი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნავს, გორ­გა­ძე კლი­ნი­კა­ში გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სას­ტი­კად ნა­ცე­მი 30 იან­ვარს მო­ა­თავ­სეს.“წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით, 22:00 სა­ათ­ზე, ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­თაც ის გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვე იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გა­მო­ძი­ე­ბას დღემ­დე არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ და­უ­დია, ბრალ­დე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა და მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა გამ­ძი­ებს სსკ-ის 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი დად­გა, ახლა გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.ღურწკა­ი­ას თქმით, "პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს". თუ ვისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, პა­ტიმ­რე­ბის, თუ იქ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.რას აცხა­დებს "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რიზუ­რაბ ჩხა­ი­ძის თქმით, პა­ტი­მა­რი მათ კლი­ნი­კა­ში პო­ლიტ­რავ­მე­ბით იან­ვრის თვი­დან იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. დი­რექ­ტო­რის თქმით, გორ­გა­ძეს ყვე­ლა სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა."ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დად­გა გუ­შინ, 20:00 სა­ათ­ზე. მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს იყო პო­ლიტ­რავ­მა, პა­ცი­ენტს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დად­გა“, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ 46 წლის იო­სებ გორ­გა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყეს, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებსსა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ 46 წლის იო­სებ გორ­გა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "ვი­ვა­მედ­ში" პა­ტიმ­რის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა, მას­თან მა­შინ გა­სა­უბ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა."მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით შემ­თხვე­ვის სრულ­ფა­სო­ვან შეს­წავ­ლას მო­ახ­დენს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ პა­ტიმ­რის, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის ფაქ­ტი სა­ჯა­რო 2025 წლის 29 იან­ვარს გახ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ჩარ­თუ­ლი იყო სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში. https://tinyurl.com/2e54p5maსა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და კლი­ნი­კა­ში. ასე­ვე, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი იმ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რებს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, სა­ი­და­ნაც და­შა­ვე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად პა­ტი­მარ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო.სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შე­ის­წავ­ლა რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და სა­კან­თან არ­სე­ბუ­ლი დე­რეფ­ნის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. გა­ირ­კვა, რომ უშუ­ა­ლოდ სა­კან­ში ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პა­ტიმ­რის სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბით ვლინ­დე­ბა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ძი­ე­ბამ და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვებს.სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­აგ­რძე­ლებს საქ­მის სრულ­ფა­სო­ვან შეს­წავ­ლას და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.პა­ტი­მარ იო­სებ გორ­გა­ძეს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ფო­ტოს “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ავ­რცე­ლებს.წყარო: ambebi.ge

მაი. 5, 2025 - 13:27
 0
"პატიმარი ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს" - რა ხდება ცნობილი ციხეში სასტიკად ნაცემ პატიმარზე
გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" და­ზი­ა­ნე­ბე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლი 46 წლის პა­ტი­მა­რი, იო­სებ გორ­გა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის ად­ვო­კა­ტი, მუხ­რან ღურწკა­ია ადას­ტუ­რებს.

რო­გორც ად­ვო­კა­ტი “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ აღ­ნიშ­ნავს, გორ­გა­ძე კლი­ნი­კა­ში გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან სას­ტი­კად ნა­ცე­მი 30 იან­ვარს მო­ა­თავ­სეს.

“წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით, 22:00 სა­ათ­ზე, ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა იმ და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­თაც ის გლ­და­ნის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. და­ახ­ლო­ე­ბით, 3 თვე იბ­რძო­ლა სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. გა­მო­ძი­ე­ბას დღემ­დე არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ და­უ­დია, ბრალ­დე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა და მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­სა, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­მა გამ­ძი­ებს სსკ-ის 118-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს. ვი­ნა­ი­დან გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი დად­გა, ახლა გა­მო­ძი­ე­ბა სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ღურწკა­ი­ას თქმით, "პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ სცე­მეს და აწა­მეს". თუ ვისი მხრი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ძა­ლა­დო­ბა, პა­ტიმ­რე­ბის, თუ იქ მო­მუ­შა­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის, ეს ად­ვო­კა­ტის­თვის უც­ნო­ბია.

რას აცხა­დებს "ვი­ვა­მე­დის“ კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი

ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის თქმით, პა­ტი­მა­რი მათ კლი­ნი­კა­ში პო­ლიტ­რავ­მე­ბით იან­ვრის თვი­დან იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. დი­რექ­ტო­რის თქმით, გორ­გა­ძეს ყვე­ლა სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

"ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დად­გა გუ­შინ, 20:00 სა­ათ­ზე. მხო­ლოდ და მხო­ლოდ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ეს იყო პო­ლიტ­რავ­მა, პა­ცი­ენტს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­უ­ტარ­და, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ინც ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი დად­გა“, - აცხა­დებს ჩხა­ი­ძე.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მათ კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ 46 წლის იო­სებ გორ­გა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყეს.
რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 342-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყეს, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ 46 წლის იო­სებ გორ­გა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის გან­მარ­ტე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "ვი­ვა­მედ­ში" პა­ტიმ­რის კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის დროს იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა, მას­თან მა­შინ გა­სა­უბ­რე­ბა პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ მო­ხერ­ხდა.
"მე­დი­ით ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში“ პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მოკ­ვე­თი­სა და შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით შემ­თხვე­ვის სრულ­ფა­სო­ვან შეს­წავ­ლას მო­ახ­დენს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ პა­ტიმ­რის, მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, კლი­ნი­კა­ში მო­თავ­სე­ბის ფაქ­ტი სა­ჯა­რო 2025 წლის 29 იან­ვარს გახ­და. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ჩარ­თუ­ლი იყო სა­კი­თხის შეს­წავ­ლა­ში. https://tinyurl.com/2e54p5ma

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პა­ტიმ­რის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­თან გა­სა­უბ­რე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და კლი­ნი­კა­ში. ასე­ვე, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლი იმ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პა­ტიმ­რებს და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდა, სა­ი­და­ნაც და­შა­ვე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, პი­რა­დად პა­ტი­მარ­თან გა­სა­უბ­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა შე­ის­წავ­ლა რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და სა­კან­თან არ­სე­ბუ­ლი დე­რეფ­ნის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. გა­ირ­კვა, რომ უშუ­ა­ლოდ სა­კან­ში ვი­დე­ო­მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პა­ტიმ­რის სა­მე­დი­ცი­ნო მა­სა­ლე­ბით ვლინ­დე­ბა მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მო­ძი­ე­ბამ და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გას­ცეს მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ კი­თხვებს.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, გა­აგ­რძე­ლებს საქ­მის სრულ­ფა­სო­ვან შეს­წავ­ლას და სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პა­ტი­მარ იო­სებ გორ­გა­ძეს, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი. შემ­თხვე­ვას 4 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

კლი­ნი­კა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ფო­ტოს “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ავ­რცე­ლებს.

წყარო: ambebi.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow