პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურma საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი 46 წლის პატიმრის იოსებ გორგაძის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ოჯახის ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების ვერსია, თითქოს პატიმარი დაეცა და ტვინსა და სახეზე მრავლობითი დაზიანებები ამ გზით მიიღო, ლოგიკას მოკლებულია. გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, თუმცა მასში არ არის მითითებული მიზეზი რის გამო დამძიმდა პატიმრის მდგომარეობა და გადაიყვანეს კლინიკაში. პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პატიმრის ცემის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და აპარატის წარმომდგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა. სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

მაი. 5, 2025 - 22:57
 0
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სპეციალურma საგამოძიებო სამსახურმა  გამოძიება დაიწყო

კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი 46 წლის პატიმრის იოსებ გორგაძის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის და ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ოჯახის ადვოკატ მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების ვერსია, თითქოს პატიმარი დაეცა და ტვინსა და სახეზე მრავლობითი დაზიანებები ამ გზით მიიღო, ლოგიკას მოკლებულია.
გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
განცხადება მომხდართან დაკავშირებით გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმაც, თუმცა მასში არ არის მითითებული მიზეზი რის გამო დამძიმდა პატიმრის მდგომარეობა და გადაიყვანეს კლინიკაში.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პატიმრის ცემის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ და აპარატის წარმომდგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით კლინიკაში იმყოფებოდა.
სახალხო დამცველის აპარატი პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow