პეტერ ფიშერი: სადამდე დავეშვით?! თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! “დიფ სთეითი” ვართ?! ყველა ხაზი გადავკვეთეთ?!

“სადამდე დავეშვით?! თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! “დიფ სთეითი” ვართ?! ყველა ხაზი გადავკვეთეთ?! ბურთი საქართველოს მოედანზეა. საქართველო ამბობს, რომ ბურთი ევროკავშირის, ამერიკის და სხვების მოედანზეა. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპის გზაზე დაბრუნდეს ქვეყანა. შეწყვიტონ ისეთი […]

აპრ. 17, 2025 - 19:27
 0
პეტერ ფიშერი: სადამდე დავეშვით?! თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! “დიფ სთეითი” ვართ?! ყველა ხაზი გადავკვეთეთ?!
“სადამდე დავეშვით?! თითქმის ერთი წლის წინ საუკეთესო მეგობრები ვიყავით და ახლა საბჭოთა კავშირი ვართ?! “დიფ სთეითი” ვართ?! ყველა ხაზი გადავკვეთეთ?!
ბურთი საქართველოს მოედანზეა. საქართველო ამბობს, რომ ბურთი ევროკავშირის, ამერიკის და სხვების მოედანზეა. მაგრამ რეალობა არის ის, რომ ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპის გზაზე დაბრუნდეს ქვეყანა. შეწყვიტონ ისეთი კანონების მიღება, რომელიც ევროპულთან წინააღმდეგობაშია და პირიქით, ისეთი კანონები მიიღონ, რაც თანხვედრაშია მასთან. შეწყვიტეთ ჩვენზე ცუდი რაღაცების საუბარი თუ ჩვენთან პარტნიორობა გინდათ. ნუ გვეძახით საბჭოეთს, ნუ გვეუბნებით, რომ სუვერენიტეტს ძირს ვუთხრით, ნუ გვექცევით, როგორც მტრულ უცხო ძალას. როგორ აღმოვჩნდით ასეთ ვითარებაში, როცა მტრული უცხო ძალა გავხდით” – თქვა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა “ბიემჯისთან” ინტერვიუში

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow