“პირობას ვდებ, ბევრ პოლიტიკოსზე მეტს გავაკეთებ, ქვეყნის სამსახურში ყოფნას პოლიტიკოსობა არ სჭირდება” – გიორგი ბაჩიაშვილი
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოში იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც “ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს”. როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თავის კავშირებს გამოიყენებს, იმისთვისაც რომ უპირველესად აშშ-ში აჩვენოს, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი რეალურად. კითხვას, ხომარ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, მან უპასუხა, რომ არა. “ქვეყნის სამსახურში ყოფნას პოლიტიკოსობა არ სჭირდება”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა. მან ასევე […]


თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოში იმ ადამიანებს დაეხმარება, ვისაც “ბიძინა ივანიშვილი ჩაგრავს”.
როგორც მან გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, თავის კავშირებს გამოიყენებს, იმისთვისაც რომ უპირველესად აშშ-ში აჩვენოს, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი რეალურად.
კითხვას, ხომარ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას, მან უპასუხა, რომ არა. “ქვეყნის სამსახურში ყოფნას პოლიტიკოსობა არ სჭირდება”, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ ბევრ პოლიტიკოსზე მეტს გააკეთებს.
What's Your Reaction?






