პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი, მარიამ პატარიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ზვიად რატიანს პროკურატურა ედავება პოლიციელისთვის „სახის არეში ხელის გარტყმას“. „[ედავებიან] 353-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილს, პოლიციელზე თავდასხმას. რომ მან ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს […]

ივნ. 25, 2025 - 16:27
 0
პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

პოეტ ზვიად რატიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატი, მარიამ პატარიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ზვიად რატიანს პროკურატურა ედავება პოლიციელისთვის „სახის არეში ხელის გარტყმას“.

„[ედავებიან] 353-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილს, პოლიციელზე თავდასხმას. რომ მან ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს, ეს არის ბრალი, რასაც პროკურატურა ედავება“, – ამბობს ადვოკატი, მარიამ პატარიძე.

მისი თქმით, ზვიად რატიანი დუმილის უფლებას იყენებს, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, ადვოკატისთვის ჯერ უცნობია. მარიამ პატარიძის ცნობითვე, საქმის მასალებში დევს დაზარალებულის და მისი ორი მოადგილის ჩვენება.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow