პოეტ ზვიად რატიანს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა – გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 ივნისს პარლამენტის სიახლოვეს დაკავებულ პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დაცვის მხარე მისთვის 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა საქმის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე. პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომაზე გირაოს დაყენების შუამდგომლობის პასუხად თქვა, რომ ზვიად რატიანი “19 -ჯერ არის დაჯარიმებული […]


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 ივნისს პარლამენტის სიახლოვეს დაკავებულ პოეტ ზვიად რატიანს, რომელსაც გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. დაცვის მხარე მისთვის 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა საქმის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე.
პროკურორმა გიორგი გოგალაძემ სასამართლო სხდომაზე გირაოს დაყენების შუამდგომლობის პასუხად თქვა, რომ ზვიად რატიანი “19 -ჯერ არის დაჯარიმებული გზის გადაკეტვისთვის და ესეც არ გადაუხდია“.
თავად რატიანმა, რომ არ აქვს იმედი რომ პატიმრობას არ შეუფარდებენ.
„როგორც მახსოვს, იყო მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
პუნქტობრივად მივყვები: რაც შეეხება მიმალვას – ჯერ ერთი, ერთი წამით მაინც არ ვუშვებ, რომ აქედან გავალ სასამართლომდე, მაგრამ მეორე – არსად არ მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს უნდა ვიყო რუსთაველზე და რადგან მომიახლოვდა პატიმრობა, უნდა მივხედო ჩემს სამუშაოებს…
რაც შეეხება მოწმეზე ზემოქმედებას – ზემოქმედების და ალბათ ანგარიშსწორების საფრთხე პირიქით, ჩემს მიმართაა. ყველა მოწმე, რამდენადაც ვიცი, პოლიციელია.
მესამე – იმ საქმეში, რასაც მე ვემსახურები, ლიტერატურაში, ერთი და იგივე მეტაფორის და სიმბოლოს გამეორება არაა მოსაწონი საქციელი. ჩემი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან არ გაიყოფა. ერთია, სხვანაირად არ კეთდება ხელოვნება, უამრავი პასუხისმგებლობათა ჯამია. სხვანაირად არც ხარისხია და არც არაფერი. არ ვაპირებ იმავეს გამეორებას“, – თქვა მან.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლების მიმართ ლოაილურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ზვიად რატიანსა და პოლიციელს შორის დაპირისპირებაა ასახული.
კადრში ჩანს რომ რატიანი ჯერ ელაპარაკება პატრულის თანამშრომელს, შემდეგ ხელს არტყამს და რამდენიმე წამში მას რამდენიმე პოლიციელი აკავებს და მანქანაში სვამს.
სასამართლოს შემდეგი სხდომა 14 აგვისტოს 11:00 საათზე დაინიშნა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზვიად რატიანს აქციაზე აკავებენ.
ზვიად რატიანის და სამართალდამცველების ურთიერთობა 2017 წლის 23 დეკემბერს დაიწყო, როცა ის თამარ მეფის გამზირზე, ერთ-ერთ ბანკომატთან პოლიციელებმა ქუჩაში გააჩერეს, ნარინჯისფერი ქურთუკის გამო დასცინეს, ბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე რამდენჯერმე სცემეს ავტომობილში. მაშინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა დაკავებული და ნაცემი ზვიად რატიანის კადრები, სადაც ის პატრიარქს აგინებს. ამ შემთხვევის შემდეგ რატიანი რამდენიმე წლის განმავლობაში გერმანიასა და ავსტრიაში ცხოვრობდა.
რატიანი დააკავეს 2024 წლის 29 ნოემბრის ღამესაც დააკავეს. დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ჰქონდა მეხუთე მალის მოტეხილობა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, ხოლო თავსა და მთელ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები ჰქონდა. 2 დეკემბერს რატიანს, – რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ფორუმი
What's Your Reaction?






