“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” – ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი" “პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” – ლაშა ბუღაძე ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, სადაც სოლიდარულ განცხადებას აქვეყნებს პარტია ,,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებულ შიმშილობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ლაშა ბუღაძე ხაზს უსვამს იმ ასპექტებს, თუ როგორ განიხილება თითოეული ქმედება, რასაც საზოგადოება თუ სხვადახვა ლიდერები განახორციელებენ: ,,ვინც ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება არის ემოციური, ფსიქოლოგიური ხასიათით ნაკარნახევი და არა ცალსახად […] “პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” – ლაშა ბუღაძე ნინი ხიჯაკაძე

ივნ. 29, 2025 - 19:57
 0
“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” – ლაშა ბუღაძე

სააგენტო "პარალელი"
“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს, სადაც სოლიდარულ განცხადებას აქვეყნებს პარტია ,,დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ დაწყებულ შიმშილობასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ლაშა ბუღაძე ხაზს უსვამს იმ ასპექტებს, თუ როგორ განიხილება თითოეული ქმედება, რასაც საზოგადოება თუ სხვადახვა ლიდერები განახორციელებენ:

,,ვინც ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება არის ემოციური, ფსიქოლოგიური ხასიათით ნაკარნახევი და არა ცალსახად პოლიტიკური, მწარედ სცდება.

ზოგადადაც, ძალიან ბევრს ვწერთ და ვღაღადებთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, რაც გასაგებია, მაგრამ პრინციპში სრულიად გამოუდეგარი ამ დიდი ბრძოლის პირობებში, რომელიც რუსებთან და მის აქაურ სატრაპებთან გვაქვს – სამწუხაროდ, ისტორიას არ აინტერესებს, ჩვენ რას ვგრძნობთ. შევიგნოთ, რომ ვართ პოლიტიკურ და ისტორიულ ბრძოლაში და არა განგრძობით “თერაპიულ სეანსზე”.

ელენე ხოშტარია იმიტომ კი არ აზიანებს თავის ჯანმრთელობას, რომ სუიციდალური ვნებებით არის მოცული და “სხვა არ იცის, რა ქნას”, არამედ იმიტომ რომ პოლიტიკურ ბრძოლაშია საქართველოსთვის. ჩვენი სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრებიც იმიტიმ არ ეგუებიან რუსულ რეჟიმს, რომ იბრძვიან და არა იმიტომ, რომ მათზე ვიგლოვოთ და “პოლიტიკური წირვა” გამოვუყვანოთ.

ელენეს ჯანმრთელობისთვის კი ეს მართლაც საგანგაშოა. არსობრივად კი – ჯერ კიდევ ოქტომბრიდან ამას ვჩივი (ჩემმა მეგობრებმა ეს იციან), – კარგი იქნება, თუკი ცოტათი ემოციების და “ისტერიკის” მართვას ვისწავლით. აგერ ქოცები კი ახერხებენ ამას ჩვენგან განსხვავებით: არალეგიტიმურები არიან, ევროპაში შესვლის ეშინიათ, ქუჩაში ვერ დადიან, პრობლემები აქვთ, მაგრამ უშფოთველობის ნიღაბს წარმატებულად ირგებენ სახეზე, რაც ნამდვილად მუშაობს. გავიაზროთ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” – ლაშა ბუღაძე
ნინი ხიჯაკაძე

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow