“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა” – შსს-ს განცხადება

სააგენტო "პარალელი" “პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა” – შსს-ს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით: “რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ […] “პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა” – შსს-ს განცხადება პარალელი

სექ. 3, 2025 - 06:57
 0
“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა” – შსს-ს განცხადება

სააგენტო "პარალელი"
“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა” – შსს-ს განცხადება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს 2 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა” – შსს-ს განცხადება
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow