პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი” ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის", ,ასევე,ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვა. სამართალდამცველებმა, ბათუმში,ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი", ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის", ,ასევე,ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვა.
სამართალდამცველებმა, ბათუმში,ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი", ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
What's Your Reaction?






