პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული დ. ს., 1989 წელს დაბადებული ს. ს., 1973 წელს დაბადებული ა. ჩ., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ო. გ. , 2001 წელს დაბადებულ მ.ჩ.,1999 წელს დაბადებული ფ.ს და 2005 წელს დაბადებული მ.ი.   ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის და მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: “მეთადონი“, „მეფედრონი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა", სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“.   ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 261-ე, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ივნ. 7, 2025 - 11:27
 0
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებულები არიან: მოლდოვას რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული დ. ს., 1989 წელს დაბადებული ს. ს., 1973 წელს დაბადებული ა. ჩ., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1999 წელს დაბადებული ო. გ. , 2001 წელს დაბადებულ მ.ჩ.,1999 წელს დაბადებული ფ.ს და 2005 წელს დაბადებული მ.ი.

 

ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის და მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: “მეთადონი“, „მეფედრონი“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა", სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“.

 

ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის და დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორები.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია, 261-ე, 265-ე და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow