პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2006 წელს დაბადებული მ.ღ., და წარსულში ნასამართლევი პირები, 1970 წელს დაბადებული მ.გ., და 2004 წელს დაბადებული ე.კ. "სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი", „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“, და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მაი. 16, 2025 - 11:57
 0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადებისა და მცდელობის ფაქტებზე, ასევე, ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონდ შემოტანის ფაქტზე, დაკავებული არიან: 1996 წელს დაბადებული გ.მ., 1994 წელს დაბადებული ჯ.ჩ., 2006 წელს დაბადებული მ.ღ., და წარსულში ნასამართლევი პირები, 1970 წელს დაბადებული მ.გ., და 2004 წელს დაბადებული ე.კ.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი", „გამომშრალი მარიხუანა“, „მეთადონი“, და „მეფედრონი“. ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პარკები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე, 273-ე პრიმა, 19-260 ტერცია, 18-260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს"- აცხადებენ შსს-ში.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow