პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერალი ტშასკოვსკი მცირედით ლიდერობს – ეგზიტპოლები

ვარშავის მერი, 53 წლის რაფალ ტშასკოვსკი 50.17%-იანი და 50,3%-იანი მხარდაჭერით მცირედით უსწრებს თავის მეტოქეს – მემარჯვენე-კონსერვატორ პოლიტიკოსს, 42 წლის კაროლ ნავროცკის, რომელსაც, ყველა გამოკითხვით, ამომრჩეველთა 49%-ზე მეტი უჭერს მხარს. ტშასკოვსკი მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია; ხოლო ნავროცკი წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას – „კანონი და სამართალი“. „ჩვენ გავიმარჯვეთ!“ – მიმართა ვარშავის მერმა მხარდამჭერებს […]

ივნ. 2, 2025 - 02:27
 0
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიბერალი ტშასკოვსკი მცირედით ლიდერობს – ეგზიტპოლები

ვარშავის მერი, 53 წლის რაფალ ტშასკოვსკი 50.17%-იანი და 50,3%-იანი მხარდაჭერით მცირედით უსწრებს თავის მეტოქეს – მემარჯვენე-კონსერვატორ პოლიტიკოსს, 42 წლის კაროლ ნავროცკის, რომელსაც, ყველა გამოკითხვით, ამომრჩეველთა 49%-ზე მეტი უჭერს მხარს.
ტშასკოვსკი მმართველი კოალიციის წამყვანი პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერია; ხოლო ნავროცკი წარმოადგენს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას – „კანონი და სამართალი“.
„ჩვენ გავიმარჯვეთ!“ – მიმართა ვარშავის მერმა მხარდამჭერებს პოლონეთის დედაქალაქში.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი ოფიციალური ანდა სარწმუნო მონაცემები, რადგან ეგზიტპოლების ცდომილება 2%-ს უტოლდება. ამ ეტაპზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს და რომელიმე კანდიდატის გამარჯვებაზე საუბარი შეუძლებელია.
პოლონეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში.
კაროლ ნავროცკის გამარჯვების შემთხვევაში, ექსპერტები ქვეყანას მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისსა და რიგგარეშე არჩევნებსაც კი უწინასწარმეტყველებენ. ნავროცკი -ის პრეზიდენტის, ს აქტიური მხარდამჭერია.
პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, რომლის სამხედრო პოტენციალი იზრდება და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კაროლ ნავროცკის გამარჯვება, ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს გაუგზავნის სიგნალს, რომ, მათ შორის – ქვეყანაში ევროსკეპტიკური განწყობები აქტუალურია.
ს პირველ ტურში, რომელიც 18 მაისს გაიმართა, გასამარჯვებლად საჭირო [50%-ზე მეტი] მხარდაჭერა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
პირველი ტურის შედეგებით, პირველ ადგილზე გავიდა [30,9%] რაფალ ტშასკოვსკი; მას მოსდევდა კაროლ ნავროცკი [29,8%] უმნიშვნელო სხვაობით. ხმების 14,9%-ით, მესამე ადგილზეა ნაციონალისტური პარტია „კონფედერაციის“ ლიდერი სლავომირ მენცენი.
არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატი პოლონეთის პრეზიდენტის პოსტზე შეცვლის კონსერვატორ ანჯეი დუდას, რომელსაც უფლებამოსილების ვადა აგვისტოში ეწურება.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow