პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

მიმდინარეობს

ივნ. 1, 2025 - 11:27
 0
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. 18 მაისს პირველ ტურში მონაწილე 13 კანდიდატიდან გასამარჯვებლად საჭირო ხმათა რაოდენობა ვერცერთმა მიიღო.

მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი გადავიდა – ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი „სამოქალაქო პლატფორმიდან“, რომელმაც ხმების 31.36% მიიღო და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი, რომელსაც პარტია „კანონი და სამართალი“ უჭერს მხარს.

გამოკითხვების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატ, რაფალ ტრზასკოვსკის და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ, კაროლ ნავროცკის მეორე ტურში, თითქმის, თანაბარი შანსები აქვთ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow