პრეზიდენტმა ტრამპმა 8 მაისი და 11 ნოემბერი ორ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი გამოაცხადა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. 2 მაისს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამერიკელებმა ამ გამარჯვების მისაღწევად სხვებზე მეტი გააკეთეს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 11 ნოემბერი გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. […]

მაი. 2, 2025 - 11:57
 0
პრეზიდენტმა ტრამპმა 8 მაისი და 11 ნოემბერი ორ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი გამოაცხადა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ.
2 მაისს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამერიკელებმა ამ გამარჯვების მისაღწევად სხვებზე მეტი გააკეთეს.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა 11 ნოემბერი გამოაცხადა პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ. ტრამპის განცხადებით, მათ ორივე ომი მოიგეს, მაგრამ არასდროს ზეიმობდნენ, რადგან აღარ ჰყავთ ლიდერები, რომლებმაც იციან, ეს როგორ გააკეთონ.
ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. , რომელიც ნაცისტური გერმანიის დამარცხებას საბჭოთა კავშირის დამსახურებად მიიჩნევს, 9 მაისს აღნიშნავს „დიდ სამამულო ომში” გამარჯვების დღეს.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow