პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ელჩს დაემშვიდობა
უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ ანა მარია შიკოსთან აუდიენციის დროს ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ანა მარია შიკოსთან აუდიენციის დროს ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე. განიხილეს საქართველო-უნგრეთის პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროებში.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.
What's Your Reaction?






