პროკურატურა – რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – მან დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, […]

ივნ. 26, 2025 - 04:57
 0
პროკურატურა – რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი – მან დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება დაწყებულია სსკ 19-108 მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ პატრულ ინსპექტორმა დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.
“დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება, რომლის შედეგების თაობაზეც საზოგადოების ინფორმირება დამატებით მოხდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow