პროკურორის თქმით, ინტერპოლს მიმართეს ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით
პროკურორ მიხეილ სადრაძის ცნობით, უწყებამ უკვე მიმართა ინტერპოლს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით. "როგორც ჩემთვის ცნობილია, შესაბამისმა დეპარტამენტმა, სტრუქტურულმა ერთეულმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებით", - განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას. დღესვე, სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს 2,5-მილიონიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. 6 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე...

What's Your Reaction?






