პროკურორის შერჩევის წესი იცვლება

გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება. პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია. მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, დაჩქარებული წესით ხვალიდან მოხდება. ცვლილებების თანახმად, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ საპროკურორო საბჭოს ენიჭება. ამ ცვლილებით, პროკურორის შერჩევას გამოეთიშნენ მესამე სექტორი და აკადემიური წრეები, რომლებთან კონსულტაციის გარეშე, ამ დრომდე გენერალური პროკურორის კანდიდატების შერჩევა შეუძლებელი იყო. მცირდება ქვეყნის მთავარი გამომძიებლის შერჩევის ვადაც. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მიზანი პროკურორის არჩევის წესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაა, რადგან საპროკურორო საბჭო კანდიდატების შერჩევის პროცესისგან რეალურად გამოთიშულია.

ივნ. 8, 2025 - 15:27
 0
პროკურორის შერჩევის წესი იცვლება

გენერალური პროკურორის შერჩევის წესი იცვლება. პროკურატურის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიციირებულია. მისი განხილვა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, დაჩქარებული წესით ხვალიდან მოხდება. ცვლილებების თანახმად, პარლამენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ექსკლუზიური უფლება მხოლოდ საპროკურორო საბჭოს ენიჭება.
ამ ცვლილებით, პროკურორის შერჩევას გამოეთიშნენ მესამე სექტორი და აკადემიური წრეები, რომლებთან კონსულტაციის გარეშე, ამ დრომდე გენერალური პროკურორის კანდიდატების შერჩევა შეუძლებელი იყო. მცირდება ქვეყნის მთავარი გამომძიებლის შერჩევის ვადაც. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მიზანი პროკურორის არჩევის წესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაა, რადგან საპროკურორო საბჭო კანდიდატების შერჩევის პროცესისგან რეალურად გამოთიშულია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow