“პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი" “პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით: “ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავეს – თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება. დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს – ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა. […] “პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე პარალელი

აპრ. 8, 2025 - 02:57
 0
“პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე

სააგენტო "პარალელი"
“პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით:

ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდა ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავეს – თითქოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარებაა. სინამდვილეში კი, რაც დრო გადის, საქართველო უფრო დაუცველი, იზოლირებული და მიტოვებული ხდება.

დღეს საქართველოში მხოლოდ სამი მექანიზმი მუშაობს – ძალადობა, ძარცვა და პროპაგანდა.

რა მოუტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას?

  • მეტი დაუცველობა;
  • მეტი სიღარიბე და ხალხის გაღატაკება;
  • მეტი კრიზისი, ქაოსი, სანქციები და საერთაშორისო იზოლაცია;

რეჟიმს აშკარა ბზარები გაუჩნდა – ეს უსისტემო გადაადგილებები და თანამდებობებზე კარუსელი აჩვენებს ერთ რამეს:

პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა!

ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!

ჩვენი გზა – თავისუფლება, დაცულობა და განვითარება.

მათი გზა – შიში, სიღარიბე და დაუცველობა”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“პროტესტი მუშაობს! სანქციები ჭრის! რეჟიმი ირყევა! ჩვენ მივდივართ მხოლოდ წინ!” – გიორგი ვაშაძე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow