პსჟ-მ სუპერ ტრანსფერი შეათანხმა - ხვიჩას ახალი თანაგუნდელი ეყოლება

22 წლის უკრაინელი მცველი ილია ზაბარნი მზადაა კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა უკვე აცნობა...

ივნ. 16, 2025 - 14:27
 0
პსჟ-მ სუპერ ტრანსფერი შეათანხმა - ხვიჩას ახალი თანაგუნდელი ეყოლება
22 წლის უკრაინელი მცველი ილია ზაბარნი მზადაა კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა უკვე აცნობა „ბორნმუთის“ ხელმძღვანელობას, რომ პარიზული გრანდი მისთვის უპირატესობაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენით „ჩელსი“ და „ლივერპულიც“ ინტერესდებიან.

ტრანსფერის დეტალები თითქმის შეთანხმებულია — საფრანგეთის ჩემპიონი 60 მილიონ ევროსთან ერთად დამატებით ბონუსებსაც გადაიხდის და გარიგება მალე საბოლოო ფორმას მიიღებს.

ზაბარნის სტილი და გამოცდილება სრულად ერგება პსჟ-ს გრძელვადიან გეგმებს. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილმა მცველმა, რომელიც პრემიერ ლიგაშიც დამკვიდრდა და უკრაინის ნაკრების მაისურით 47 შეხვედრაში ითამაშა, კლუბში დიდი მოლოდინები გააჩინა.

პარიზელთა ხელმძღვანელობაში ტრანსფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება — ზაბარნის დამატება კიდევ ერთი ნაბიჯია გუნდის გაძლიერებისკენ, რომელიც მომავლისთვის შენდება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow