პსჟ ჯგუფის გამარჯვებული გახდა – ცნობილია როდის და სად ითამაშებს 1/4-ფინალში
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. გოლი 87-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა. B ჯგუფში პსჟ-მ, „ბოტაფოგომ“ და „ატლეტიკომ“ 6-6 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ გახდა, მეორე ადგილი კი „ბოტაფოგომ“ დაიკავა და ეს ორი გუნდი მერვედფინალში იასპარეზებს. მათი მეტოქეები დღეს დილით გაირკვევა. პსჟ А ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო […]


მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. გოლი 87-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა.
B ჯგუფში პსჟ-მ, „ბოტაფოგომ“ და „ატლეტიკომ“ 6-6 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ გახდა, მეორე ადგილი კი „ბოტაფოგომ“ დაიკავა და ეს ორი გუნდი მერვედფინალში იასპარეზებს.
მათი მეტოქეები დღეს დილით გაირკვევა. პსჟ А ჯგუფის მეორეადგილოსანს, ხოლო „ბოტაფოგო“ ამავე ჯგუფის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცნობილია, რომ პსჟ 1/8-ფინალურ მატჩს 29 ივნისს ატალანტაში ჩაატარებს, თუ მეოთხედფინალში გავიდნენ, 5 ივლისს ისევ ატალანტაში ითამაშებენ. ნახევარფინალი ნიუ ჯერსიში 8 ან 9 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 13 ივლისს ნიუ-იორკში.
“მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს” – გუტიმ “ბარსელონას” ვარსკვლავზე ისაუბრა
დე ლაურენტისმა პოლიტანოს საქორწილო საჩუქარი გაუკეთა
What's Your Reaction?






