პუტინი მიიჩნევს, რომ ჰამასს ყოფილი მძევლებისგან მადლობა ეკუთვნის
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლში მიიღო პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის ყოფილი მძევლები, ისრაელის და რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ტრუფანოვი და მისი ოჯახის წევრები. შეხვედრის ამსახველ ვიდეოში, რომელიც კრემლის პრესსამსახურმა დღეს, 17 აპრილს გაავრცელა, პუტინი არ ახსენებს სიტყვებს მძევალი, მძევლობა ან ტყვეობა. „ის, რაც დაგემართათ, დიდი უბედურებაა“, - მიმართა პუტინმა აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის ყოფილ მძევლებს და ისიც...

What's Your Reaction?






