პუტინის მიზანი იყო ნატო-ს, ევროკავშირის დაშლა, თუმცა ის ყველა მხრივ დამარცხდა, სტრატეგიული დონის იდიოტი და სამხედრო წარუმატებლობის მაგალითია – სტუბი
ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტრატეგიული დონის იდიოტი და სამხედრო წარუმატებლობის მაგალითია. ამის შესახებ ალექსანდრ სტუბმა „სიდნეი ჰერალდთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომაა. „უკრაინა გახდება ევროკავშირის და, საბოლოოდ, ნატო-ს წევრიც. პუტინის მიზანი იყო ნატო-ს დაშლა. თუმცა, უბრალოდ, გააორმაგა საზღვარი […]


ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტრატეგიული დონის იდიოტი და სამხედრო წარუმატებლობის მაგალითია.
ამის შესახებ ალექსანდრ სტუბმა „სიდნეი ჰერალდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყება თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი ტაქტიკური და სტრატეგიული შეცდომაა.
„უკრაინა გახდება ევროკავშირის და, საბოლოოდ, ნატო-ს წევრიც. პუტინის მიზანი იყო ნატო-ს დაშლა. თუმცა, უბრალოდ, გააორმაგა საზღვარი ნატო-სთან ფინეთის საშუალებით. მისი მიზანი იყო ტრანსატლანტიკური პარტნიორობის განადგურება. ყველა ერთად ვზრდით ახლა თავდაცვით ხარჯებს მშპ-ის 5%-მდე. მისი მიზანი იყო ევროკავშირის დაშლა. თუმცა, მე არასოდეს მინახავს ის უფრო გაერთიანებული. ამრიგად, პუტინი ყველა მხრივ დამარცხდა“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.
What's Your Reaction?






