პუტინმა ხელი მოაწერა ჯარში საგაზაფხულო გაწვევის ბრძანებას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის ბრძანებას. "2025 წლის 1 აპრილიდან 15 ივლისამდე განხორციელდეს სამხედრო სამსახურში გაწვევა 18-დან 30 წლამდე რუსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც არ იმყოფებიან სათადარიგოთა რიგებში და ექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გაწვევას, 160 000 ადამიანის რაოდენობით", - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ავრცელებს სააგენტო TASS-ი. შარშან რუსეთში საგაზაფხულო გაწვევა გავრცელდა 150 ათას ადამიანზე, 2023 წელს - 147 ათას...

What's Your Reaction?






