ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს

გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.  საბა სორდიას გუშინ, 7 აპრილს იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს. როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ […] The post ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს appeared first on .

აპრ. 8, 2025 - 13:27
 0
ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს

გამოცემა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ჟურნალისტი 6 აპრილს დააკავა. მას დაუმორჩილებლობას [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლი] ედავებიან.  საბა სორდიას გუშინ, 7 აპრილს იზოლატორში ყოფნის ვადა გაუგრძელეს.

როგორც იზოლატორში შესულ ადვოკატს გუშინ საბამ განუცხადა, მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან მივიდა ორი პოლიციელი და გადამოწმების მიზნით, პირადობის მოწმობა მოსთხოვა. წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და პირადობის გადაცემის შემდეგ, პოლიციელებმა უკვე ჩანთის გახსნა მოითხოვეს, სორდიამ ჩანთაც გახსნა, თუმცა შემდეგ პოლიციელებმა თავად სცადეს ჩანთის ერთ-ერთი ჯიბის გახსნა, რაზეც საბამ უთხრა, რომ თვითონვე გახსნიდა, ამ დროს პოლიციელებმა ის  მანქანაში ჩასვეს და მარჯანიშვილზე მდებარე განყოფილებაში გადაიყვანეს.

The post ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow