რა იმალება ამერიკის საელჩოს განცხადების მიღმა? – გიორგი ბუტიკაშვილი
კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი: რა იმალება ამერიკის საელჩოს განცხადების მიღმა? ის ფაქტი, რომ ელჩი დანიგანი შეხვდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს და განიხილეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის (ტრამპი-რუბიო) პრიორიტეტები, მიუთითებს, რომ ვაშინგტონი აქტიურად აკვირდება ქართული ოცნების პოლიტიკურ კურსს. ფრაზა „უმთავრესი პრიორიტეტები“ მიანიშნებს, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს პოლიტიკას და კრიტიკულად აფასებს ქართული ოცნების ქმედებებს. ფორმულირება […] The post რა იმალება ამერიკის საელჩოს განცხადების მიღმა? – გიორგი ბუტიკაშვილი appeared first on .

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი გიორგი ბუტიკაშვილი:
რა იმალება ამერიკის საელჩოს განცხადების მიღმა?
ის ფაქტი, რომ ელჩი დანიგანი შეხვდა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს და განიხილეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის (ტრამპი-რუბიო) პრიორიტეტები, მიუთითებს, რომ ვაშინგტონი აქტიურად აკვირდება ქართული ოცნების პოლიტიკურ კურსს. ფრაზა „უმთავრესი პრიორიტეტები“ მიანიშნებს, რომ აშშ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს პოლიტიკას და კრიტიკულად აფასებს ქართული ოცნების ქმედებებს.
ფორმულირება „ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას, რათა დაადასტუროს სერიოზულობა“ ნიშნავს, რომ აშშ კონკრეტულ ქმედებებს მოითხოვს თბილისისგან. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაშინგტონს არ აკმაყოფილებს ქართული ოცნების ამჟამინდელი პოზიცია და იგი ელოდება გარკვეულ ცვლილებებს.
თუ შეხვედრა მიმართული იქნებოდა სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, განცხადებაში უნდა აღინიშნულიყო ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა ან გააქტიურებული პარტნიორობა. ამის ნაცვლად, აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველომ უნდა დაამტკიცოს თავისი ერთგულება აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართ, რაც არის სიგნალი იმისა, რომ ქართული ოცნების, პრორუსული, ჩინური და ირანული კავშირები ამერიკისთვის შეუმჩნეველი არ არის, მეტიც წითელი ხაზებია. წითელი ხაზია ანაკლიის პორტის ჩინელებისთვის გადაცემაც და ირანთან გაღრმავებული კავშირებიც.
გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ტექსტი არის პროპაგანდისტული, რაზეც პასუხად მიიღეს მკაცრი და ამავდროულად ღია ტექსტი ამერიკის საელჩოსგან. ფოტოებზეც გადასარევად ჩანდა როგორი გულითადი შეხვედრა იყო. წინ მეგობარი აქტია, ეს კი ბოლო შანსი.
The post რა იმალება ამერიკის საელჩოს განცხადების მიღმა? – გიორგი ბუტიკაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






