რა იცვლება 2025 წელს სამზარეულოს დიზაინში? – წლის ტენდეციები

რა არის შენთვის სამზარეულო, – არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რა უნდა იყოს – პრაქტიკული და იმავდროულად კომფორტული ოთახი, ტენიკურად გამართული, მრავალფუნქციური ავეჯით გაწყობილი ადგილი. თუ სასადილო მაგიდაც აქ დგას, რაც იდეალური ვარიანტია, ესე იგი, ეს არის ოჯახური შეკრების სივრცეც.  კი, ბაზარზე არის სამზარეულოს რამდენიმე სტანდარული, რამდენიმეც განსხვავებული ვარიანტი, მაგრამ სრული უმეტესობა მასიური წარმოებით შეკერილი, ისეთი, […] The post რა იცვლება 2025 წელს სამზარეულოს დიზაინში? – წლის ტენდეციები appeared first on .

აპრ. 15, 2025 - 21:57
 0
რა იცვლება 2025 წელს სამზარეულოს დიზაინში? – წლის ტენდეციები

რა არის შენთვის სამზარეულო, – არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რა უნდა იყოს – პრაქტიკული და იმავდროულად კომფორტული ოთახი, ტენიკურად გამართული, მრავალფუნქციური ავეჯით გაწყობილი ადგილი. თუ სასადილო მაგიდაც აქ დგას, რაც იდეალური ვარიანტია, ესე იგი, ეს არის ოჯახური შეკრების სივრცეც. 

კი, ბაზარზე არის სამზარეულოს რამდენიმე სტანდარული, რამდენიმეც განსხვავებული ვარიანტი, მაგრამ სრული უმეტესობა მასიური წარმოებით შეკერილი, ისეთი, – უი, შენც ჩემნაირი სამზარეულო გაქვს?, – რომ გათქმევინებს.

მე დღეს მოგიყვები, 2025 წლის ტენდეციების გათვალისწინებით, როგორ შექმნა ინდივიდუალური, შენს გემოვნებას და ოთახის ზომას მორგებული სამზარეულო.

პირველ რიგში, დაიმახსოვრე ორი მთავარი წესი:

  • შესაძლოა, საძინებლის კარადაში გედოს ქურთუკი, რომელიც არასოდეს გეცვა და არასოდეს ჩაიცვამ იცი, მაგრამ სამზარეულო ის ოთახია, რომელშიც, ყველაზე მეტად უნდა დაიცვა პირობა – არაფერი ზედმეტი.
  • მეორე მთავარი წესია – მიუხედავად იმისა, როგორ ავეჯს დადგამ, გაითვალისწინო, წყალმომარაგების, ელექტრო თუ ბუნებრივი აირის სისტემების გამართულობა, უსაფრთხოობა და დაცვის სისტემები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე ნარჩენების გადამამუშავებელ სისტემას. 

2025 წლის სამზარეულო უნდა იყოს მაქსიმალურად მარტივი გამოსაყენებლად, ლაკონური და ეკონომიური, არ არის აუცილებელი მასიური, უზარმაზარი ხის ფილებისგან შეკერილი სამზარელოს ავეჯი, ზედმეტ ადგილს იკავებს, ტლანქი ჩანს და არაელეგანტური. თუ მაინც ასეთ ავეჯს იყიდი, შენ ვეღარ გადმოდგები აივანზე და გადასძახებ მეზობელს: – ვისი სამზარეულოა სიმპათიური???

თუ მთლიანი სამზარეულოს შეცვლა არ შეგიძლია, მიმართე პროფესიონალს და გადააკეთე, გააცოცხლე, თან უკვე ხომ იცი, რა შეცდომები გაგეპარა თავიდან დაგეგმვისას, რომელი უჯრა და როგორია უფრო მოსახერხებელი და შეცვალე უკეთესობისკენ. დაამატე საინტერესო დეტალები, მაგალითად განსხვავებული განათება, ან კედლის პანელი. დიზაინერული ვაზაც შეიძლება, მაგრამ არა ისეთი ძვირიანი, გამოყენების რომ შეგეშინდეს და მხოლოდ მტვრისგან გასაწმენდად ეხებოდე, ისიც გულის კანკალით.

2025 წელს თითქმის თანაბრად ტრენდულია იაპონური სკანდიდავიურთან შერწყმული, , თანამედროვე, ნეოკლასიკური სტილები. 

წელს, ხის ჩრდილების გამოყენების არ შეგეშინდეს, რადგან, დღეს ის უფრო მსუბუქი, უფრო ნათელი გახდა და სამზარეულოს პირქუშ იერს აღარ აძლევს. არ სიტყვა – იაპონურმა შეგაშინოს, არც ის გეგონოს, რომ გეიშას ფორმაში გამოწყობილმა უნდა მოამზადო კერძი. წელს იაპონური სტილი სკანდინავიურთანაა შერწყმული, ფერადი, ჭრელი ბალიშების გარეშე, ხის ღია ფერით, ნათელი, მსუბუქი ტექსტურით და მისი მთავარი პრიორიტეტი – მინიმალიზმის შერწყმაა თანამედროვე, ფუნქციონალურ ტექნიკასთან. ლამაზი, მაგრამ ზედმეტად ბევრფერიანი დეკორის ნაცვლად კი, მოდაში შემოდის – ცოცხალი მცენარეები სამზარეულოში. რაც შეეხება სკანდინავიას, მისი წვლილი ამ სტილში არაერთია, მათ შორის, თბილი განათება, იატაკის ნათურები, კუთხეებში საყვარელი, კარგად გამოსაყენებელი სანათები.

ფორმები

მართკუთხა, ოთხკუთხა – კუთხა–კუთხა, – დამეთანხმეთ, თვალისთვის დამღლელია, მოსაწყენიც, უსაფრთხოების კუთხით – არც თუ უსაფრთხო. წელს, გლუვი, ტალღოვანი მრუდეებია ტრენდები. ეს კარგად დავიწყებული ძველი ფორმებია, ოღონდ, ტექნოლოგიურად, ბევრად გამართული. იგივეს გეტყვით სახელურებზე, ისიც გლუვი და სახეცვლილი ფორმებით გვხვდება. 

ლოფტი

უხეში ტექსტურის ქვეშ დამალული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და უმაღლესი ხარისხის მასალები. ლოფტის სტილით სამზარეულოს ავეჯის დამზადება ყველაზე ბიუჯეტურია, კედლებს არ სჭირდება დახვეწა, თუნდაც, შესაბამისად სწრაფად ვითარდება. ლოფტი ინდივიდუალურ სამზარეულოსთან ერთად, გჩუქნის დროს, დიახ, არ მოგესმა, დროს, რომელსაც აღარ ხარჯავ მოჩუქურთმებული დეკორების წმენდაზე და გაპრიალებაზე. 

ფერები

ოქროსფერი – ოქროს, ბრინჯაოს, სპილენძის როლი სამზარეულოს ავეჯში იზრდება, მაგრამ თანამედროვე ოქროსფერი აღარაა ისეთი მბზინავი, თვალში ისე აღარ გხვდება, თითქოს უფრო შეუმჩნეველი ოქროსფერია, სწორედ ამ თანამედროვე ოქროსფერის როლია გაზრდილი 2025 წლის სამზარეულოში, იქნება ეს ნიჟარებია, ონკანები თუ სახელურები. 

ღია ყავისფერი ერთ–ერთი ტრენდული ფერია წელს, ღია შოკოლადისფერი, კარამელისფერი – თბილი, ე.წ. გემრიელი ფერებია. 

კონკურენციას უწევს მეწამულის ფერი, იდუმალების, ჯადოსნურობის ელფერს სძენს სამზარეულოს – თუმცა, მისი გამოყენება შედარებით დიდი ფართის სამზარეულოშია მომგებიანი. 

მოცვისფერი და იისფერი ასევე ძალიან მოდური ფერებია, როგორც ამბობენ, სტრესსაც ხსნის. არ ვიცი, ჩემი სტრესი სამზარეულოში ისაა, როცა მშია და კერძი არაა მზად და ამ სტრესს, მე პირადად, არც ერთი ფერი მიხსნის. დაიმახსოვრე, – თუ მოცვისფერით ან იისფერით გადაწყვეტ სამზარეულოს მოწყობას, გაითვალიწინე, რომ პროფესიონალმა ნეიტრალური ფერებით და თანამედროვე ხის დეკორებით უნდა იმუშაოს ამ ინტენსიურ ფერებთან. 

ნაცრისფერი – 2025 წლის ტრენდული ფერია, იგი საუკეთესოა ფონად, სადაც თამამად ითამაშებ ინტენსიური ჩრდილებით. ოღონდ, როცა ვამბობთ ნაცრისფერს, მართლა ნაცრისფერს ვგულისხმობთ და არა – შავს, ერთი ტონით ამუქებ და უკვე სულ სხვა ეფექტია. 

კრემისფერი – ამ ფერს დღეს იმდენი ვარიაცია აქვს, დაწყებული ღია ტონიდან კარამელის ფერამდე, თუმცა, ჰიტი – თაფლისფერია და ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რა სახეცვლილებით ბრუნდება ოქროსფერი სამზარეულოში. 

თეთრი – სამზარეულოს თეთრი ფერის ავეჯი კლასიკაა, თუმცა, ზოგს – საავადმყოფოს აგონებს, ზოგს – ლაბორატორიას, ამიტომ სასურველია სხვადასხვა კონტრასტებით დავტვირთოთ. აქვე გეტყვი იმასაც, რომ აღარც თეთრია ერთფეროვანი, რძისფერიდან ღია კვამლისფერამდე –  უზარმაზარი არჩევანია. წინა წლებში აქტიური იყო თეთრისა და შავის კომბინაცია, 2025 წელს თეთრს მეტად მოუხდინეს კრემისფერი, ან ღია ნაცრისფერი – ასეთი ფერებით შეკერილი ავეჯი ბევრად თბილს, მყუდროს ხდის სამზარეულოდ და დამატებითი ბონუსია ის, რომ ვიზუალურად, უფრო დიდი ჩანს ფართი. და მაინც, თუ ერთ დღესაც მოგწყინდება, მარჯნისფერი დეკორი კედელზე და თავად ნახავ, რამდენად შეიცვლება ოთახი. 

მოდური ტექსტურები

მზარდი ტენდეციაა ხე, ოღონდ, არა მუქი ფერის.

მოდური ხდება ულტრა მქრქალი ზედაპირები და უკვე თითქმის აღარ გვხვდება პრიალა, ნათელი ზედაპირები ავეჯზე. აქტიურად გამოიყენება მქრქალი მეტალი, სახელურებზე, ნიჟარებზე, ონკანებზე, ასევე მქრქალი მინანქარი. ალბათ, გაინტერესებს, რატომ გადადის მოდიდან პრიალა ზედაპირები, როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ მათი მოვლა ბევრად რთულია, როგორც უნდა წმინდა, ერთხელ შეეხები და თითების კვალი ეგრევე ეტყობა, ან ჭიქის ლაქა. 

ქვა და ბეტონი კიდევ უფრო პოპულარული ტექსტურები იქნება სამზარეულოსთვის. რეალურად, ქვა კლასიკაა, რომელიც არ გადადის მოდიდან. მისი ტექსტურირებული ფასადები შესანიშნავად ავსებს მქრქალ სამზარეულოს და მიუხედავად იმისა, რომ კლასიკაა, თანამედროვე, მაგალითად, ლოფტის სტილსაც ძალიან უხდება. ბარემ აქვე გეტყვი იმასაც, რომ ქვა, ის პრიალა ზედაპირია, რომელიც ჯერ ისევ რჩება 2025 წლის სამზარეულოში. 

მინა – ისევ რჩება, მაგრამ ავეჯში უმეტესად ვინტაჟური სახით. მინას ყველაზე დიდი დატვირთვა მაშინ ქონდა, სპეციალურ კარადებში ის ჭურჭელი რომ იყო გამოფენილი, რომელსაც, თითქმის არასოდეს იყენებდნენ და პრაქტიკულად, მხოლოდ დასათვალიერებლად ელაგა. დღეს ის უკვე, მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულებისთვის გამოიყენება.

მოდური ფუნქციები

კიდევ ერთი რამ, რაც ასევე არ გადადის მოდიდან, ეს არის იატაკიდან ჭერამდე სამზარეულოს კარადა, ბევრი უჯრით, მათ შორის, უმეტესობა სრულად დახურული, რათა არ დაიმტვეროს ნივთები. სამზარეულო ის ადგილია, სადაც უნდა შეინახო საახალწლო ჭურჭელიც, სააღდგომოც და ისეთი ნივთებიც, რომლებიც გჭირდება, მაგრამ შეიძლება წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ.

ასევე, 2025 წლის სამზარეულო, სულაც არაა გათვლილი მხოლოდ კვებისთვის, შესაძლებელია კუთხე იყო გამოყოფილი სამუშაოდ, დასასვენებლად, უბრალოდ, ტელევიზორის საყურებლად, ყავით ხელში, სანამ რომელიმე კერძი მზადდება. 

განათება

სწორი განათება ვიზუალურად აფართოებს სივრცეს, ალამაზებს, მატებს სინათლეს და იმავდროულად სიმყუდროვეს. სამზარეულოს სხვადასხვა ზონები აღჭურვე ცალკეული განათებებით. გამოიყენე თბილი განათება. ჩვენ, თანამედროვე ადამიანები, დაღლილები ვართ ოფისის ცივი განათებით, ამიტომ სახლში ნეიტრალური განათება სჯობს და თბილი კი – იდეალურია. 

ერთ რჩევას მოცემ – იცოდი, რომ სასადილო მაგიდის ზემოთ განთავსებულ ჭაღს, ადამიანების უმრავლესობა არც კი იყენებს?  პრაქტიკულად დეკორია. განათებისთვის, თანამედროვე სამზარეულოებში იყენებენ იმ სისტემებს განათების, რომლებიც არც კი ჩანს. შესაბამისად, შეგიძლია, არც დაკიდო ჭაღი. ასე მისი გაწმენდის დროს დაზოგავ. თან, სულაც არ არის რეკომენდებული, მისართმევად გამზადებული საკვების თავზე ეკიდოს რაღაც, რაც, ყოველი სადილის, თუ საუზმის წინ არ იწმინდება. 

მოკლედ, 2025 წლის სამზარეულო არის თანამედრი ტექნიკა, მყუდრო ატმოსფერო, მარტივად მოსავლელი, რბილი ფორმები  – აი, ამას როგორ და რა გზით მიაღწევ, ეს სრულიად შენზეა დამოკიდებული და შეგიძლია გამოიყენო ჩემი რჩევები, ან უკეთესი მოიფიქრო. შეგიძლია მიყვე მოდურ ფერებს, ან არ მიყვე, ეგაც გემოვნების ამბავია. თუმცა, არ შეგეშინდეს, სამზარეულოს დიზაინი ისე სწრაფად არ იცვლება, როგორც ტანსაცმლის დიზაინი, აი, მაგალითად, პრიალა ზედაპირები, ბოლო რამდენიმე წელია, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ გადის მოდიდან და არა ერთბაშად.  

უკვე გავარკვიეთ, რა ფერები, რომელი ტექსტურები, როგორი ფორმებია მომგებიანი, მარტივი მოსავლელი, კომფორტული და მოდური. ისიც ვიცით, რომ ყველას სამზარეულო განსხვავებულია და ზუსტად რომ მოარგო შენს ფართს, სჯობს შეუკვეთო, ისიც მოგვეხსენება, რომ ბაზარზე უფრო მასიური წარმოების ავეჯია, ამიტომ დარჩა მთავარი კითხვა – სად და ვის შევუკვეთო ავეჯი?

სამზარეულოს ავეჯი შეგიძლია სამზარეულოდან გაუსვლელად შეუკვეთო, მართლა. ან, მისაღები ოთახიდან გაუსვლელად, საძინებელიც განიხილება, გააჩნია რამდენად ახალგაღვიძებული ხარ, ან რამდენად მძიმე დღის საღამოა. ორი რამ უნდა იცოდე: 1. სადაა პროფესიონალთა კატალოგი და 2. კომენტარები რომ არ უნდა დატოვო წაუკითხავი, რადგან, ეს იმ ადამიანთა რეკომენდაციებია, ვინც უკვე ისარგებლა მათი მომსახურებით. 

ახლა, ალბათ, გაიფიქრებ, ხო, აი, აღდგომამაც გაიაროს და მერე ჩავუჯდები, კი, ასეც შეიძლება, მთავარია, ლინკი საიმედოდ შეინახო. რა არის საიმედოდ ლინკის შენახვის გარანტია? – არა, სამზარეულოს კარადაში არ გინდა, მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, თანამშრომლებს გაუგზავნე, ეს შენახვის ყველაზე საიმედო გზაა.

(R)

The post რა იცვლება 2025 წელს სამზარეულოს დიზაინში? – წლის ტენდეციები appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow