“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

სააგენტო "პარალელი" “რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს ლაშა გაბიტაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა აღნიშნული ფაქტი დაკავშირებული აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან: ,,ამ სიგიჟეზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ არის… უყურე, არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს. ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს და იხილავს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის [მოქალაქეობა], […] “რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე პარალელი

მაი. 20, 2025 - 04:57
 0
“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

სააგენტო "პარალელი"
“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე

პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან კომენტარში თავის შეფასება-განმარტებებს აკეთებს ლაშა გაბიტაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა აღნიშნული ფაქტი დაკავშირებული აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან:

,,ამ სიგიჟეზე პასუხს ვერ გაგცემთ, არ არის…

უყურე, არის გარკვეული კრიტერიუმები, რითაც საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, შეუნარჩუნდება ან მიენიჭება ადამიანს.

ამაზე შესაბამისი კომისია აკეთებს დასკვნებს და იხილავს. თუ თვლის, რომ ეკუთვნის [მოქალაქეობა], მაშინ გაასაჩივროს და პროცედურებია. რა შუაშია აქ ინციდენტი?

ჟურნალისტის ჩაკითხვა: საფრთხეს წარმოადგენსო და რა საფრთხეს წარმოადგენს ლაშა გაბიტაშვილი

მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია, მე რა ვიცი, რატომ უნდა გიპასუხოთ”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: ლაშა გაბიტაშვილი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მოსალოდნელი ჩამორთმევა უკავშირდება მასსა და ირაკლი ზარქუას შორის აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებას. როგორც იგი აღნიშნავს, იუსტიციის სახლიდან მიღებულ ოფიციალურ პასუხში წერია, რომ ის ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

“რა შუაშია აქ ინციდენტი?.. მე რა ვიცი, ჰკითხეთ, გიჟია” – ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილზე
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow