რა ხდება ამ წუთებში “ლაბორის” ოფისთან – ჩხრეკა შუადღიდან მოყოლებული

პროფკავშირ ლაბორის ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ. ამის შესახებ პროფკავშირის Facebook LIVE-დან გახდა ცნობილი. პროფკავშირის ადვოკატ თამილა გაბაიძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა (მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი დიდი ოდენობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 11 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე) და 362-ე […] The post რა ხდება ამ წუთებში “ლაბორის” ოფისთან – ჩხრეკა შუადღიდან მოყოლებული appeared first on .

აპრ. 24, 2025 - 23:57
 0
რა ხდება ამ წუთებში “ლაბორის” ოფისთან – ჩხრეკა შუადღიდან მოყოლებული

პროფკავშირ ლაბორის ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ. ამის შესახებ პროფკავშირის Facebook LIVE-დან გახდა ცნობილი.

პროფკავშირის ადვოკატ თამილა გაბაიძის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა (მითვისება ან გაფლანგვა ჩადენილი დიდი ოდენობით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 11 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე) და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (დოკუმენტის გაყალბება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

“დღეს გადმოგვეცა სასამართლოს განჩინება “ლაბორის” ახლანდელ და ყოფილ ოფისებში, აგრეთვე, ბოლო ყრილობის ჩატარების ადგილზე და “ლაბორის” თავმჯდომარის ბინაში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. განჩინებაში არ არის მითითებული, რა ნივთ(ებ)ის ამოსაღებად ტარდება ჩხრეკა, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის მე-5 ნაწილს,” ამბობს ადვოკატი “მაუწყებელთან”.
თამილა გაბაიძის თქმით, გამომძიებელმა უარი განაცხადა, განემარტა, ვისი საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება იმაზე მითითებით, რომ ჯერჯერობით სისხლის სამართლის საქმეში მხარეს არ წარმოადგენს არც “ლაბორი” და არც გიორგი დიასამიძე.
“ლაბორის” თვამჯდომარე გიორგი დიასამიძე გამოძიების დაწყებას პეტრიაშვილის პროფკავშირების გაერთიანების აგრესიულ კამპანიას უკავშირებს “ლაბორის” და პერსონალურად მის წინააღმდეგ.
რამდენიმეწუთიანი გადაღების შემდეგ, საგამოძიებო სამსახურმა დიასამიძეს მიმდინარე პროცესის ვიდეოგადაღება აუკრძალა. თუმცა, გაბაიძის განმარტებით, მსგავსი ჩანაწერი, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაღება არ შეიძლება, არ არსებობს.

პროფკავშირი ლაბორი განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ სოლიდარული ვართ სხვადასხვა მშრომელთა სამართლიანი პროტესტების მიმართ და გარდა ამისა, იყო ფაქტი, რომ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების თავმჯდომარესთან მოგვივიდა გარკვეული დაპირისპირება, არ ვეთანხმებოდით მის საქმიანობას, არჩევნებში იღებდა ლაბორი მონაწილეობას, გარიცხეს და რაღაცები ერთმანეთთან ბმაში და კავშირშია”, – ამბობს გიორგი დიასამიძე.

http://

The post რა ხდება ამ წუთებში “ლაბორის” ოფისთან – ჩხრეკა შუადღიდან მოყოლებული appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow