რამდენი მილიარდი ლარი დაიხარჯა თამბაქოს პროდუქტების შესაძენად საქართველოში

"inews.ge" ავრცელებს ინფორმაციას, რამდენი მილიარდი ლარი დაიხარჯა თამბაქოს პროდუქტების შესაძენად საქართველოში.2024 წელს საქართველოში თამბაქოს პროდუქტების შესაძენად მოქალაქეებმა დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარი დახარჯეს. მონაცემი მოპოვებულია სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორზე ჩატარებული კვლევიდან, რომელიც "გალთ ენდ თაგარტმა" გამოაქვეყნა.ანგარიშის მიხედვით, მთელი FMCG სექტორის წლიურმა შემოსავალმა 22.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაყიდვების გეოგრაფიული გადანაწილება თანაბრად იყოფა: 50% მოდის დედაქალაქზე, ხოლო დარჩენილი ნახევარი - საქართველოს სხვა რეგიონებზე.რაც შეეხება პროდუქციის კატეგორიებს, კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბაზრის უმსხვილესი ნაწილი, ანუ 67%, საკვებზე მოდის. სასმელებზე 14%, თამბაქოზე კი 7% მოდის, რაც თანხობრივად 1.589 მლრდ ლარს შეადგენს. დანარჩენი 12% კი პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის თანაბრად ნაწილდება.წყარო: "inews.ge"

მაი. 5, 2025 - 01:27
 0
რამდენი მილიარდი ლარი დაიხარჯა თამბაქოს პროდუქტების შესაძენად საქართველოში
"inews.ge" ავრცელებს ინფორმაციას, რამდენი მილიარდი ლარი დაიხარჯა თამბაქოს პროდუქტების შესაძენად საქართველოში.

2024 წელს საქართველოში თამბაქოს პროდუქტების შესაძენად მოქალაქეებმა დაახლოებით 1.6 მილიარდი ლარი დახარჯეს. მონაცემი მოპოვებულია სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) სექტორზე ჩატარებული კვლევიდან, რომელიც "გალთ ენდ თაგარტმა" გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, მთელი FMCG სექტორის წლიურმა შემოსავალმა 22.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაყიდვების გეოგრაფიული გადანაწილება თანაბრად იყოფა: 50% მოდის დედაქალაქზე, ხოლო დარჩენილი ნახევარი - საქართველოს სხვა რეგიონებზე.

რაც შეეხება პროდუქციის კატეგორიებს, კვლევამ აჩვენა, რომ ამ ბაზრის უმსხვილესი ნაწილი, ანუ 67%, საკვებზე მოდის. სასმელებზე 14%, თამბაქოზე კი 7% მოდის, რაც თანხობრივად 1.589 მლრდ ლარს შეადგენს. დანარჩენი 12% კი პირადი ჰიგიენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებს შორის თანაბრად ნაწილდება.

წყარო: "inews.ge"

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow