რას არ ამბობენ პოლიტიკოსები? – “ემიგრანტებიც საფრთხეში იქნებიან, ემიგრაციისთვის გამზადებულებიც და სახლში დარჩენილებიც” – გიორგი მუხიგულაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი: მაშინ, როცა მსოფლიო დიპლომატია და პოლიტიკა გახდა ბევრად უფრო პირდაპირი და ხისტი, ქართველ პოლიტიკოსებს ისევ დამალვა და ტყუილი ჰგონიათ პოლიტიკა. არჩევნების არ იყოს, ქვეყანაში კი დიქტატურაა, მაგრამ ამ ელექტრონული წესით არჩევნების სისტემას ვენდობითო, რომ იძახდნენ. თუ დიქტატურაა, დიქტატორი ნებისმიერ სისტემას სათავისოდ რომ გამოიყენებს, მაგას დიდი ცოდნა უნდა? სულ რომ არ იცნობდე […] The post რას არ ამბობენ პოლიტიკოსები? – “ემიგრანტებიც საფრთხეში იქნებიან, ემიგრაციისთვის გამზადებულებიც და სახლში დარჩენილებიც” – გიორგი მუხიგულაშვილი appeared first on .

მარ. 13, 2025 - 04:57
 0
რას არ ამბობენ პოლიტიკოსები? – “ემიგრანტებიც საფრთხეში იქნებიან, ემიგრაციისთვის გამზადებულებიც და სახლში დარჩენილებიც” – გიორგი მუხიგულაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუხიგულაშვილი:

მაშინ, როცა მსოფლიო დიპლომატია და პოლიტიკა გახდა ბევრად უფრო პირდაპირი და ხისტი, ქართველ პოლიტიკოსებს ისევ დამალვა და ტყუილი ჰგონიათ პოლიტიკა. არჩევნების არ იყოს, ქვეყანაში კი დიქტატურაა, მაგრამ ამ ელექტრონული წესით არჩევნების სისტემას ვენდობითო, რომ იძახდნენ. თუ დიქტატურაა, დიქტატორი ნებისმიერ სისტემას სათავისოდ რომ გამოიყენებს, მაგას დიდი ცოდნა უნდა? სულ რომ არ იცნობდე იმ ახალ სისტემას, ამბობ, რომ დიქტატორია, ცვლის საარჩევნო სისტემას და შენთვის შეცვლის? წასაგებად შეცვლის?

ახლა იძახიან, ჩვენ ვეტყვით ევროკავშირს და ხალხს არ შეეხებიან, მხოლოდ ე.წ. მთავრობა დასანქცირდებაო. გერმანიის განათლების სამინისტრომ რომ უკვე შეაჩერა გარკვეული სამეცნიერო და სასწავლო პროგრამები საქართველოსთან და ქართველი ახალგაზრდები რომ ვეღარ ისარგებლებენ იმ პროგრამებით, ეს ახალგაზრდები ხალხი არაა?

პოლონეთს ახლა რატომ გაახსენდა, თქვენი აზრით, საქართველოს ამდენი მოქალაქის დეპორტაცია? კი, თქვეს, დამნაშავეები იყვნენო, მაგრამ ამდენი კანონდამრღვევი თუ ჰყავდა აქამდე პოლონეთში, ახლა შეწუხდა მხოლოდ? პოლონეთს მიჰყვება ბალტიისპირეთის, სკანდიდავიის ქვეყნები. ამბობენ, რომ გერმანია უკვე ამზადებს სიას, რამდენად სწორია, ვერ გეტყვით, მაგრამ პოლონეთი რომ ბევრ რამეს გერმანიის მსგავსად, ან მასთან შეთანხმებით აკეთებს ხოლმე, ახალი ამბავი არაა. სხვათა შორის, მოიკითხეთ, ბოლო პერიოდში, რამდენი მოაბრუნეს უკან, რადგან, მოულოდნელად, გერმანიიდან აკრძალვა მოვიდა შესვლაზე გაურკვეველი მიზეზით. იგივეს უნდა ველოდოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კი, ბატონო, ჯერჯერობით არ გააუქმებენ ვიზალიბერალიზაციას ფურცელზე, მაგრამ რეალურად, თუ ათასობით ადამიანი დაარეპორტეს, თუ არ შეუშვეს ხალხი მათ მიწაზე სხვადასხვა მიზეზით, ვიძახოთ ვიზალიბერალიზაცია გვაქვსო და ვიყოთ.

აი, იზოლაციას რაც შეეხება, აქ პირიქითაა საქმე, ფურცელზე იზოლაციაში ვართ და რეალურად ჯერ არა. რეალურად ამ პროცესების „ჟურნალია“ ეს დეპორტებიც და ეს ოკეანეში წვეთია. დეპორტები, პროგრამების გაუქმება, ანუ, ათასობით შშმ ადამიანის დაუფინანსებლობა, ათასობით სპორტსმენის და სტუდენტის, ბაზრიდან გასვლა ბრენდების, ლარის გაუფასურება, პროდუქტების გაძვირება – ეს მცირე ჩამონათვალია, რაც ამ იზოლაციას მოჰყვება.

საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, რომელსაც კარტოფილიც კი შემოაქვს სხვა ქვეყნიდან, ამ იზოლაციით მიღებული ზიანის განსაზღვრაც კი რთულია წინასწარ.

სრულიად რეალურია, უახლოეს თვეებში, ასი ათასი ქართველი დააბრუნონ უკან, ქვეყანაში და ეს ასი ათას უშემოსავლოდ დარჩენილ ოჯახს ხომ ნიშნავს? ამას დამატებული ის პრობლემები, რაც ზემოთ დავწერე, ამას დამატებული ქვეყანაში უსამართლობა, პოლიციური მმართველობა, გადასახადები, ჯარიმები, შიმშილი, რომელიც ასევე რთულად პროგნოზირებადი არაა და ხო, ამ პირობებში, ცხადია, ქოცს უნდა მედიის გაჩუმება, თავისუფალი ხმის ჩახშობა.

დღეს, ახლა ამ ე.წ. მთავრობამ ყველაზე უკეთ იცის, რა გველის უახლოეს თვეებში. რა არჩევნები, ხალხო, რის მერები, როგორც კი, იზოლაცია ფურცლიდან გადმოვა რეალურ ქმედებაში, 90–იანები გაგვიხდება სანატრელი. მაგ დროს, კი, ქოცებს საკუთარი ამომრჩეველი დახრავს, მაგრამ მხოლოდ ქოცის ამომრჩეველს არ გაუჭირდება და მერე ქვეყანაც კიდევ უფრო დიდი ჭაობიდან იქნება ამოსათრევი.

პოლიტიკოსებმა ეს უნდა თქვან, ამაზე უნდა ილაპარაკონ, უნდა აუხსნან ხალხს, რომ სულ ერთია, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდება, თუ არა, თუ ქვეყნის მთავრობა იქნება დასანქცირებული და მიუღებელი, თუ რეალურად ჩაირთვება იზოლაციის მექანიზმი, ემიგრანტებიც საფრთხეში იქნებიან, ემიგრაციისთვის გამზადებულებიც და სახლში დარჩენილებიც.

მხოლოდ დიპლომატიურ ვიზებს შეეხებაო, სიხარულით რომ გვამცნეს სანქციებზე, როგორ წარმოუდგენიათ ევროპამ და ამერიკამ იმ ქვეყნიდან მიიღოს და დაასაქმოს ხალხი, ვის მთავრობასაც არ სცნობენ და ვის დიპლომატებსაც ვიზას არ ურტყამენ უკვე? არ მოხდება ეგრე, არ გადატყდება ჯოხი მხოლოდ ე.წ. მთავრობაზე. გიყურებენ კიდევ ცოტა ხანს, შეცვლი ამ მთავრობას და გაასწორებ საგარეო კურსს და ხომ კარგი, არადა, რა სახელით და რა სათაურით ჩავარდება ქვეყანა კიდევ ერღ, დიდ ჭაობში, რა აზრი აქვს?

გამოდიან საქართველოს პარლამენტში ე.წ. დეპუტატები და მართლა არ ვიცი როგორ ახერხებენ ერთ განცხადებაში ლანძღონ ევროკავშირი, მათი პარლამენტი, აკრიტიკონ ტრამპი და ლანძღონ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები. ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე ე.წ. დეპუტატები “ხალხის ძალიდან”, თუ “ბიძინას ძალიდან” ანუ ოცნებიდან, აცხადებენ, – მაგათ ხელისუფლება არ ჰყავთ და დიფსტეისი მართავთო. ნორმალური მთავრობიდან მსგავსი ფრაზა საერთაშორისო სკანდალი იქნებოდა, რადგან არაერთი ქვეყნის მთავრობა არალაგეტიმურად გამოაცხადეს. “კარგი ამბავი” ისაა, რომ ამათგან არაფერი უკვირთ, თორემ, არაერთი ქვეყნის მთავრობას აცხადებენ უკანონოდ და ვუზალიბერალიზაციას ფურცელზეც რომ ტოვებენ, მიკვირს.

იმედი გვაქვს, ჩვენი პარლამენტიდან ასეთი განცხადებების, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩვენს ხალხს მიიღებს და დაასაქმებს ევროპა ისევ?

როგორც იმ  დიდმა და ბრძენმა კაცმა თქვა: “რა გითხრათ, რით გაგახაროთ…”

The post რას არ ამბობენ პოლიტიკოსები? – “ემიგრანტებიც საფრთხეში იქნებიან, ემიგრაციისთვის გამზადებულებიც და სახლში დარჩენილებიც” – გიორგი მუხიგულაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow