რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა

რატომ არ უნდა დალიოთ პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი: 1. ქიმიური ნაერთები – როდესაც წყალი პლასტმასის ბოთლშია შენახული და განსაკუთრებით ცხელ ამინდში, გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მავნებელია როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვისაც. 2. უნაყოფობა – პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი დროთა განმავლობაში სავსე ხდება ისეთი ქიმიური ნივთიერებით, რომელიც იწვევს უნაყოფობას და წყვილებს შვილის გაჩენის პრობლემა ექმნებათ. ამ … რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა Read More » The post რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა appeared first on elNews.ge.

მაი. 20, 2025 - 03:27
 0
რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა

რატომ არ უნდა დალიოთ პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი:

1. ქიმიური ნაერთები – როდესაც წყალი პლასტმასის ბოთლშია შენახული და განსაკუთრებით ცხელ ამინდში, გამოიყოფა ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მავნებელია როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვისაც.

2. უნაყოფობა – პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი დროთა განმავლობაში სავსე ხდება ისეთი ქიმიური ნივთიერებით, რომელიც იწვევს უნაყოფობას და წყვილებს შვილის გაჩენის პრობლემა ექმნებათ. ამ წყალში არის BPA-ის მაღალი დონე, რომლითაც შემდეგ მდიდრდება ჩვენი ორგანიზმი. BPA კი ხელს უშლის ორსულობას.

3. იზრდება გულის დაავადებების რისკი – როგორც უკვე ვთქვით, პლასტმასის ბოთლში შენახული წყლის მირთმევა ორგანიზმში BPA-ის დონეს ზრდის, ეს კი გულის დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის.

4. ბაქტერია – თქვენ შესაძლოა ფიქრობთ, რომ პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი სუფთაა და არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა რეალურად მასში ბევრი ბაქტერიაა, რომელმაც შესაძლოა სხვადასხვა ინფექცია და დაავადება გამოიწვიოს.

5. გარემო – გარდა იმ საფრთხეებისა, რომელსაც პლასტმასის ბოთლში შენახული წყალი ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის, ასევე პლასტმასის ბოთლები დიდ საფრთხეს უქმნიან გარემოს. ის ხვდება წყალში, ზღვაში, მდინარეებში და დროთა განმავლობაში უმძიმესი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე გვაყენებს.

The post რატომ არის საშიში პლასტმასის ბოთლიდან წყლის დალევა appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow