რაულ ასენსიოს სჯერა, რომ რეალი ანგარიშის დატრიალებას შეძლებს

რაულ ასენსიომ რემუნტადას შესახებ კომენტარი გააკეთა

აპრ. 9, 2025 - 17:27
 0
რაულ ასენსიოს სჯერა, რომ რეალი ანგარიშის დატრიალებას შეძლებს
გუშინ ლონდონის არსენალმა საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო და მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 3:0 გაანადგურა.

მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, რეალის მცველ რაულ ასენსიოს სჯერა, რომ მისი გუნდი ანგარიშის დატრიალებას შეძლებს.

ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. 6 დღეში სანტიაგო ბერნაბეუზე ვთამაშობთ. ამ თამაშზე უკვე ყველა ჩვენგანი ფიქრობს.

- თქვა ასენსიომ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow