"რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, გუნდში ეს შეიცვალა" - კვარას კომენტარი მატჩამდე
"მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, გუნდში ეს შეიცვალა" - კვარას კომენტარი მატჩამდე

"მწვრთნელმა გვითხრა, რომ ამ ტურნირზე არცერთი შეხვედრა არ არის მარტივი და თუ 100%-ით მზად არ ვიქნებით, წარმატებას ვერ მივაღწევთ. კარგად ვივარჯიშეთ და თითქმის ყველა მზადაა – ვცდილობთ, მომდევნო მატჩში უკეთესი პერფორმანსი ვაჩვენოთ.
მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და ის უნდა ვაკეთოთ, რაც საუკეთესოდ გამოგვდის. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
სიეტლის რამდენიმე მატჩი ვნახეთ – კარგად აწყობილი გუნდია, მაგრამ საბოლოოდ, ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, ჩვენ როგორი თამაში გვექნება. "პსჟ" ყველა თამაშზე მოსაგებად გადის, მით უმეტეს ახლა, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ – პასუხისმგებლობა კიდევ უფრო მაღალია."
- აღნიშნა "კვარამ".
What's Your Reaction?






