"რეალთან და ინტერთან კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს" - ჰანსი ფლიკი

გერმანელი მწვრთნელი შესნის ბოლომდე ენდობა

მაი. 4, 2025 - 19:57
 0
"რეალთან და ინტერთან კარს ვოიცეხ შესნი დაიცავს" - ჰანსი ფლიკი
მიუხედავად იმისა, რომ შესნის ინტერთან ნახევარფინალში არც ისე კარგი თამაში ჰქონდა და ლა ლიგაში ტერ შტეგენმა შეცვალა, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს და ელ კლასიკოს მაინც პოლონელი მეკარე ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა:

უკვე გადაწყვეტილია, რომ ვოიცეხ შესნი ჩემპიონთა ლიგაზე ინტერთან და ლა ლიგაში რეალთან გუნდის კარს დაიცავს. რაც შეეხება ტერ შტეგენს, მისი დაბრუნება ძალიან გვახარებს, ის სრულ მზადყოფნაშია.

- თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონასა და ინტერს შორის პირველი შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა, ელ კლასიკოს გამართვამდე კი ბლაუგრანა სამეფო კლუბს ლა ლიგაში 4 ქულით უსწრებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow