“რევოლუციასაც იმსახურებენ და ის შეიძლება მოხდეს კიდეც, მაგრამ თუ არ მოხდა, ხომ არ ვნებდებით? არა, მათ ვაცლით ლეგიტიმაციას, რომ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება” – ელენე ხოშტარია

ჩვე­ნი ბრძო­ლის გზა ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში არის მთავ­რო­ბის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გა­მოც­ლა. ესე­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ და ყვე­ლა­ფერს, ის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კი­დეც, მაგ­რამ თუ ის არ ხდე­ბა, ხომ არ ვნებ­დე­ბით? არა, მათ ვაც­ლით ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, რომ ვე­ღარ შეძ­ლონ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა,- ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. “ხალ­ხი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­რო” ეს ხში­რად ან უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ი­დან […] The post “რევოლუციასაც იმსახურებენ და ის შეიძლება მოხდეს კიდეც, მაგრამ თუ არ მოხდა, ხომ არ ვნებდებით? არა, მათ ვაცლით ლეგიტიმაციას, რომ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება” – ელენე ხოშტარია appeared first on .

ივლ. 13, 2025 - 15:57
 0
“რევოლუციასაც იმსახურებენ და ის შეიძლება მოხდეს კიდეც, მაგრამ თუ არ მოხდა, ხომ არ ვნებდებით? არა, მათ ვაცლით ლეგიტიმაციას, რომ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება” – ელენე ხოშტარია

ჩვე­ნი ბრძო­ლის გზა ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში არის მთავ­რო­ბის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გა­მოც­ლა. ესე­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ და ყვე­ლა­ფერს, ის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კი­დეც, მაგ­რამ თუ ის არ ხდე­ბა, ხომ არ ვნებ­დე­ბით? არა, მათ ვაც­ლით ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, რომ ვე­ღარ შეძ­ლონ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა,- ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ელე­ნე ხოშ­ტა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“ხალ­ხი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის წყა­რო”

ეს ხში­რად ან უბ­რა­ლოდ ის­ტო­რი­ი­დან ამო­კი­თხუ­ლი ფრა­ზა გვგო­ნია, ან პო­ლი­ტი­კუ­რი სა­დღეგ­რძე­ლო.

მე კი დღეს მინ­და ამ ფრა­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­გი­ზი­ა­როთ ბრძო­ლის გზა და “ოც­ნე­ბის” და­მარ­ცხე­ბის ხედ­ვა.

იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იფუნ­ქცი­ო­ნი­როს, მას უნდა ქონ­დეს ლე­გი­ტი­მა­ცია, ანუ კა­ნონს, რო­მელ­საც ის მი­ი­ღებს, უნდა აღას­რუ­ლებ­დეს; გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მელ­საც მი­ი­ღებს ის უნდა აღ­სრულ­დე­ბო­დეს. ახლა მთავ­რო­ბამ რომ მი­ი­ღოს კა­ნო­ნი (ზუ­რას და­ვე­სეს­ხე­ბი) ყვე­ლამ კლო­უ­ნის ცხვი­რი მი­ი­ბით და ისე ია­რე­თო, ხო ვერ აღას­რუ­ლებს? ეს უტ­რი­რე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თია, მაგ­რამ ასა­ხავს ძა­ლა­უფ­ლე­ბის არსს, რომ მას ორი მხა­რე აქვს. თუ ლე­გი­ტი­მა­ცია არ გაქვს, გი­ჭირს მთავ­რო­ბას.

ჩვე­ნი ბრძო­ლის გზა შე­სა­ბა­მი­სად, ამ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში არის მთავ­რო­ბის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გა­მოც­ლა. ესე­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ა­საც იმ­სა­ხუ­რე­ბენ და ყვე­ლა­ფერს, ის შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს კი­დეც, მაგ­რამ თუ ის არ ხდე­ბა, ხომ არ ვნებ­დე­ბით? არა, მათ ვაც­ლით ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, რომ ვე­ღარ შეძ­ლონ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

თუ ხალ­ხია ლე­გი­ტი­მა­ცი­ის წყა­რო, რო­გორ ვაც­ლით?

ვი­ნაა ხალ­ხი?

პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში ამას აქვს რამ­დე­ნი­მე ფორ­მა: 1. პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი 2. სა­ზო­გა­დო­ე­ბა 3. მო­ქა­ლა­ქე

რა უნდა ქნას ამ სამ­მა ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში და ცალ- ცალ­კე, რომ გა­მო­ა­ცა­ლოს ლე­გი­ტი­მა­ცია.

1.არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა! – პო­ლი­ტი­კურ­მა კლას­მა უნდა თქვას: არ გა­ღი­ა­რებ და არ გე­თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ამის პირ­ვე­ლი მა­გა­ლი­თი იყო პარ­ლა­მენ­ტში არ შეს­ვლა. აბა რა­ტომ არ შე­ვე­დით? დაგ­ვე­ზა­რა? გავ­ბრაზ­დით? არა – ლე­გი­ტი­მა­ცია არ მი­ვე­ცით სა­პარ­ლა­მენ­ტო გან­ზო­მი­ლე­ბა­ში. მე­ო­რე კარ­გი მა­გა­ლი­თი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არ მი­ცე­მის, არის კო­მი­სია. ზუ­რას ცი­ხე­ში უნ­დო­და გაქ­ცე­ვა, როცა იცო­და რომ დედა ავად არის? რა თქმა უნდა, არა. ზურა მიხ­ვდა, რომ ლე­გი­ტი­მა­ცი­ის არ მი­ცე­მა ამ კო­მი­სი­ის­თვის იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი პი­რა­დიც კი გა­და­დო. ასე­ვე ნი­კამ, ნი­კამ, ირაკ­ლიმ, გი­ორ­გიმ, მა­მუ­კამ, ბად­რიმ. ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის შემ­დე­გი ხერ­ხი მთავ­რო­ბის­თვის არის ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბი. პარ­ლა­მენ­ტში არ მოხ­ვე­დით, კო­მი­სი­ა­ზე არ მოხ­ვე­დით, აქ მა­ინც შე­მო­გიყ­ვანთ, რად­გან ლე­გი­ტი­მა­ცი­ის გა­რე­შე მთავ­რო­ბას უჭირს, გა­რე­თაც და შიგ­ნი­თაც. აქაც არ უნდა მივ­ცეთ. ოღონდ მხო­ლოდ არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა საკ­მა­რი­სია ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ამო­წურ­ვის­თვის? არა. არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლე­გი­ტი­მა­ცი­ის ამო­წურ­ვის სხვა ხერ­ხე­ბის­თვის? კი. ახლა სხვა ხერ­ხე­ბი.

2. პრო­ტეს­ტი – ეს უკვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ტეს­ტი ბევ­რი სა­ხის არ­სე­ბობს. დიდი აქ­ცია, პა­ტა­რა აქ­ცია, ერთი კა­ცის აქ­ცია…დე­მოკ­რა­ტი­ულ სის­ტე­მა­შიც არის პრო­ტეს­ტი. ოღონდ იქ არის გა­მიზ­ნუ­ლი, რომ მთავ­რო­ბას გა­ა­გო­ნოს ხმა, რომ იმას შე­ე­შინ­დეს მერე არ­ჩევ­ნებ­ზე არ წა­ვა­გოო. აქ რომ არ აინ­ტე­რე­სებთ, ეგ ხომ ვი­ცით? ანუ რა ტი­პის პრო­ტეს­ტი გვინ­და? გვინ­და პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც ლე­გი­ტი­მა­ცი­ას და­ა­სუს­ტებს. ანუ არ მის­ცემს ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას მთავ­რო­ბას. ვერც ნაძ­ვის ხეს აან­თებს, ვერც ქუ­ჩა­ში გა­ივ­ლის მშვი­დად და პე­რი­ო­დუ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ ბევ­რნი ვართ. რუს­თა­ვე­ლის ეს უწყვე­ტო­ბა ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. რამ­დე­ნა­დაც უწყვე­ტი და მას­შტა­ბუ­რი იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტი, იმ­დე­ნად ლე­გი­ტი­მა­ცია შე­სუს­ტდე­ბა. რამ­დე­ნა­დაც ცხა­დად გვე­ცო­დი­ნე­ბა რის­თვის ვაპ­რო­ტეს­ტებთ, იმ­დე­ნად გვე­ყო­ფა ძალა. უწყვე­ტო­ბა გვინ­და? კი. მა­შინ პე­რი­ო­დუ­ლად უნდა და­ის­ვე­ნოს იმან, ვინც რუს­თა­ველ­ზე გა­წყდა. მას­შტა­ბუ­რო­ბა გვინ­და? კი. უნდა ვი­ფიქ­როთ რა ფორ­მე­ბით მი­ვაღ­წი­ოთ ამათ, კრე­ა­ტი­უ­ლით და პრაქ­ტი­კუ­ლით. პა­ტა­რა პრო­ტეს­ტია, ნაკ­ლე­ბად ეც­ლე­ბათ. დი­დია, მე­ტად. მთა­ვა­რია არის.

3. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა. NGO-ებმა რომ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი არ მი­ი­ღეს, რა­ტომ არის ეს ძა­ლი­ან მა­გა­რი? დის­კომ­ფორ­ტი შე­ექ­მნათ NGO- ებს დიდი, მაგ­რამ რატო არ ემორ­ჩი­ლე­ბი­ან? აქაც იგი­ვე ლო­გი­კაა, მი­ი­ღე რაც გინ­და კა­ნო­ნი, მე არ გე­მორ­ჩი­ლე­ბი. შე­გიძ­ლია დღეს გე­გო­ნოს, რომ დამ­ჩაგ­რე, მაგ­რამ იმ კა­ნონს მა­ინც არ აღ­ვას­რუ­ლებ. ცალ­კე აღე­ბუ­ლი ეს და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა ამ­თავ­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? არა. ლე­გი­ტი­მა­ცი­ას უსუს­ტებ? კი.

4. სა­ერ­თა­შო­რი­სო დე­ლე­გი­ტი­მა­ცია და იზო­ლა­ცია. თუ ყვე­ლა წინ 3 პი­რო­ბა სრულ­დე­ბა, ზუს­ტად ამის პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის მას­შტა­ბი. შენ თუ არ იბ­რძვი, გა­რეთ რატო გაწ­ვალ­დენ? აქ­ცი­ა­ზე თუ გე­ზა­რე­ბა, იმას რატო არ უნდა და­ე­ზა­როს სან­ქცი­ა­ზე მი­ლი­ო­ნი სა­ა­თი მუ­შა­ო­ბა? თუ ოპო­ზი­ცია და­ი­ღა­ლა და ამ­ბობს, არ გა­მომ­დის პრო­ტეს­ტი და არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბაო, იმან რა­ტომ გა­წყვი­ტოს თა­ნამ­შრომ­ლობ? ანუ სა­მი­ვე წინა პუნ­ქტზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ეს უდი­დე­სი ბერ­კე­ტი. ტრამ­პი ერთი მოტ­რი­ალ­დე­ბა და ეყო­ფა ამათ, ოღონდ უნდა მო­ატ­რი­ა­ლო. შენ თვი­თონ თუ არ გჯე­რა, იმას რო­გორ უნდა და­ა­ჯე­რო.

ეს ოთხი­ვე პუნ­ქტი – პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის არ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, პრო­ტეს­ტი, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცია – აქამ­დეც მეტ-ნაკ­ლე­ბად გვქონ­და. ამი­ტო­მაც უჭირს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სრულ­ყო­ფი­ლად გვქონ­და? არა. მაგ­რამ გვქონ­და. პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი თუ 100 პრო­ცენ­ტით არ ითა­ნამ­შრომ­ლებს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა მას­შტა­ბუ­რი და გარე ზე­წო­ლა მაქ­სი­მა­ლუ­რი – დამ­თავ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი. ყვე­ლა ამ პუნ­ქტში თან ვართ, მაგ­რამ თან გვაკ­ლია.

ამი­ტომ სტრა­ტე­გი­აც ეს არის, გა­ვი­აზ­როთ, რომ ამ გზით და­ვა­მარ­ცხებთ და მშვი­დად, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, გა­ა­აზ­რე­ბუ­ლად გა­ვაგ­რძე­ლოთ და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ბრძო­ლა.

ამ ყვე­ლა­ფერ­ში”,ლელო” რა­შიც ცდე­ბა, ცალ­კე წე­რაც კი არ მი­ღირს. თა­ვად ამო­ი­კი­თხავთ და არც წამ­ყვა­ნი სა­კი­თხია”,- აცხა­დებს ხოშ­ტა­რია.

The post “რევოლუციასაც იმსახურებენ და ის შეიძლება მოხდეს კიდეც, მაგრამ თუ არ მოხდა, ხომ არ ვნებდებით? არა, მათ ვაცლით ლეგიტიმაციას, რომ ვეღარ შეძლონ ფუნქციონირება” – ელენე ხოშტარია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow