რეკორდი ლიგაზე - სერუ გირასი კონტინენტის საუკეთესო გახდა
სერუ გირასის დიდებული მიღწევა ჩემპიონთა ლიგაზე

დორტმუნდის 9 ნომერი გახდა პირველი აფრიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 13 გოლი გაიტანა, ამ შედეგით კი გირასიმ სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის წყვილს გადაასწრო, რომელთაც აქამდე 10-10 გოლი ჰქონდათ გატანილი.
სხვათა შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ გირასი დორტმუნდის ისტორიაშიც შევიდა. სერუ კლუბის ისტორიაში მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ლიგაზე ერთ მატჩში სამი გოლის გატანა დორტმუნდის მაისურით აქამდე რობერტ ლევანდოვსკიმ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და კარიმ ადეიემიმ შეძლეს.
What's Your Reaction?






