“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა” – პაატა მანჯგალაძე
სააგენტო "პარალელი" “რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა” – პაატა მანჯგალაძე “გორბის” მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე: “გორბის ბოლო „კვლევა“ და ე.წ. ხელისუფლების შიდა დაპირისპირება ერთს გვაჩვენებს, რეჟიმი სერიოზულ კრიზისშია. რატომ ავრცელებენ ყალბ კვლევებს? – უნდათ ლეგიტიმაციის ილუზია შექმნან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა; ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და ოპოზიციისა და პროტესტის დემორალიზებას, რომ დაგვაჯერონ, თითქოს წინააღმდეგობას […] “რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა” – პაატა მანჯგალაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა” – პაატა მანჯგალაძე
“გორბის” მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე:
“გორბის ბოლო „კვლევა“ და ე.წ. ხელისუფლების შიდა დაპირისპირება ერთს გვაჩვენებს, რეჟიმი სერიოზულ კრიზისშია.
რატომ ავრცელებენ ყალბ კვლევებს? – უნდათ ლეგიტიმაციის ილუზია შექმნან, თითქოს ხალხის უმრავლესობა მათ მხარესაა; ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას და ოპოზიციისა და პროტესტის დემორალიზებას, რომ დაგვაჯერონ, თითქოს წინააღმდეგობას აზრი არ აქვს.
ამ კრიზისის გამოხატულებაა ასევე შიდა დაპირისპირების გარღმავება რადგან იციან, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება.
სიმართლე მარტივია, ბოლო კვლევებმა აჩვენა, ოპოზიციის ჯამური მხარდაჭერა არის 57%, “ქართული ოცნების” – მხოლოდ 35%.
როცა გაერთიანებისთანავე 57% ხალხის მხარესაა და 35% რეჟიმის, შიდა დაპირისპირებაში ჩაფლული რეჟიმი მარცხდება.
მთავარია, ყველამ დროზე გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა და დავიწყოთ სვლა რეალური ერთიანობისკენ”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს
“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა” – პაატა მანჯგალაძე
პარალელი
What's Your Reaction?






