რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლების და კურიერების ნაწილი აქციას მართავენ

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებისა და კურიერების ნაწილი აქციას მართავენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცოტა ხანში აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობას მოაწყობენ. მაღალი პროცენტი, დაბალი ტარიფები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლად დასაქმების შესაძლებლობა, ეს არის მიზეზები, რასაც დღეს, აქციაზე შეკრებილი მძღოლები და კურიერები აპროტესტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორია სიმბოლურადაა არჩეული, ვინაიდან განსაკუთრებული მოთხოვნა ტაქსის მძღოლებზე სწორედ არის აეროპორტში. […] The post რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლების და კურიერების ნაწილი აქციას მართავენ appeared first on .

თებ. 9, 2025 - 15:57
 0
რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლების და კურიერების ნაწილი აქციას მართავენ

რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლებისა და კურიერების ნაწილი აქციას მართავენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცოტა ხანში აეროპორტის მიმართულებით ავტო-მსვლელობას მოაწყობენ.

მაღალი პროცენტი, დაბალი ტარიფები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების თავისუფლად დასაქმების შესაძლებლობა, ეს არის მიზეზები, რასაც დღეს, აქციაზე შეკრებილი მძღოლები და კურიერები აპროტესტებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორია სიმბოლურადაა არჩეული, ვინაიდან განსაკუთრებული მოთხოვნა ტაქსის მძღოლებზე სწორედ არის აეროპორტში. მას შემდეგ, რაც აეროპორტის ტერიტორიაზე მივლენ, მძღოლები გეგმავენ იმ აპლიკაციის გათიშვას, რომლითაც მოქალაქეები სარგებლობენ. მათ სურთ, რომ სახელმწიფოს და პირველ რიგში, მათი დამსაქმებლების ყურადღება მიიქციონ და დისკომფორტი შეუქმნან.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესება, დაბლოკილი მძღოლების უპირობო აღდგენა, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რეგულაციების დაწესება კომპანიებისათვის ყველა მხარის ჩართულობით, სატარიფო პოლიტიკის და სერვისში არსებული უთანასწორო მიდგომების გადახედვა უშუალოდ ტაქსის მძღოლების და კურიერების ჩართულობით, შეკვეთიდან საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი დაწევა კომპანიების მხრიდან“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პიკის საათებში აპლიკაციებს სრულად გათიშავენ.

The post რესპუბლიკის მოედანზე ტაქსის მძღოლების და კურიერების ნაწილი აქციას მართავენ appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow