დიდხნიანი ტრავმის შემდეგ მოედანს საბა საზონოვი სრულფასოვნად გუშინდელ შეხვედრაში დაუბრუნდა, სადაც საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პოლონელი თანატოლები 2:1 დაამარცხეს.
აი, რა თქვა საბამ მოგებული შეხვედრის შემდეგ:
ეს ჩემთვის ტრავმის შემდეგ მეორე შეხვედრა იყო – რუმინეთთან 45 წუთი ვითამაშე, პოლონეთთან კი სრულად – 90 წუთი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე შემიძლია მოედანზე გასვლა. რვა თვეზე ოდნავ მეტი გამიცდა, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა. ეს რთული პერიოდი იყო, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე, რომ სათანადო ფორმაში ვყოფილიყავი. პოლონეთთან შეხვედრამ კი აჩვენა, რომ სათამაშოდ ნამდვილად მზად ვარ.
ხარატიშვილის სეივები სტიმული იყო? ის შესანიშნავი მეკარეა, ძალიან მომწონს. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და, ზოგადად, გუნდში ასეთი დადებითი ატმოსფერო ძალიან მნიშვნელოვანია. მას ვენდობით და მისი იმედი გვაქვს. მიხარია, რომ ასეთი გულშემატკივრები გვყავს – ისინი საუკეთესოები არიან. რეაბილიტაციის პერიოდში მუდმივად მწერდნენ და მამხნევებდნენ, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. მიხარია, რომ დღეს ისინი გავახარეს.
- თქვა საბამ.