რიჟვაძეს სავარაუდოდ, ფულს და ხალხის “ჩაშვებას” სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეზე ძვირფასის დაკარგვით ემუქრებოდნენ – ზურა ჯაფარიძე

მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა ამას ჰქონოდა ეგეთი ინტენსიური ხასიათი. გაბაზრდებოდა. ეს შეიძლება იყოს შვილებზე, ოჯახის წევრებზე ისეთი მუქარა, რომლის შესრულების რეალისტურობაში ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იზამდნენ? Why not? ეს შეიძლება იყოს პირადი ხასიათია ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა, რომელიც სხვაგვარად გაანადგურებს მის საჯარო რეპუტაციაა. იზამდნენ? არ უქნიათ? ყველა ეს ვერსია დასაშვებია, მაგრამ რას სთხოვდნენ? 300 მილიონი გაქვს […] The post რიჟვაძეს სავარაუდოდ, ფულს და ხალხის “ჩაშვებას” სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეზე ძვირფასის დაკარგვით ემუქრებოდნენ – ზურა ჯაფარიძე appeared first on .

ივლ. 11, 2025 - 11:27
 0
რიჟვაძეს სავარაუდოდ, ფულს და ხალხის “ჩაშვებას” სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეზე ძვირფასის დაკარგვით ემუქრებოდნენ – ზურა ჯაფარიძე

მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა ამას ჰქონოდა ეგეთი ინტენსიური ხასიათი. გაბაზრდებოდა.

ეს შეიძლება იყოს შვილებზე, ოჯახის წევრებზე ისეთი მუქარა, რომლის შესრულების რეალისტურობაში ადამიანს ეჭვი არ ეპარება. იზამდნენ? Why not?

ეს შეიძლება იყოს პირადი ხასიათია ინფორმაციის გასაჯაროებით მუქარა, რომელიც სხვაგვარად გაანადგურებს მის საჯარო რეპუტაციაა. იზამდნენ? არ უქნიათ?

ყველა ეს ვერსია დასაშვებია, მაგრამ რას სთხოვდნენ? 300 მილიონი გაქვს მისატანი ბიძინასთანო? ფული ბევრს მიუტანია ამ ქვეყანაში. რაღაც მეტს ითხოვდნენ და იმ წერილიდან რაც იკითხება, ეს რაღაც მეტი – საკუთარი გარემოცვის “ჩაშვებაა”, რომ მერე ისინი ეკაჩავებინათ და მათთვისაც მოეთხოვათ ფული + სხვების “ჩაშვება”.

ანუ რომ შევაჯამოთ, ყველაზე რეალისტური ვერსია არის ეს:

რიჟვაძეს ვიღაცები, რომელთა წინაშეც ყოფილი ძალიან მაღალჩინოსანი, თავისი ფართო სანაცნობო წრით სახელისუფლებო ვერტიკალში, ისევე როგორც იფიციალური სამართალდამცავი სტრუქტურებით აღმოჩნდა სრულიად დაუცველი და უსუსური, სთხოვდნენ სავარაუდოდ ფულს (სავარაუდოდ ბიძინას სახელით) და საკუთარი გარემოცვიდან ხალხის “ჩაშვებას”, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რაღაც ისეთის დაკარგვით (ოჯახის წევრების სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, რეპუტაცია), რაც მისთვის აღმოჩნდა სიცოცხლეზე ძვირფასი.

გასაგებია, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, გასაგებია, რომ უკვე კაი ხანია აქ 90-იანების რუსეთია, მაგრამ ამ ტრაგიკულ რეალობას ჯოჯოხეთად აქცევს 2 დამატებითი გარემოება:

თვითმკვლელობამდე მისული უბედური, სასოწარკვეთილებისგან შველას ემუდარება იმას, ვინც თვითონაც ზუსტად იცის, რომ ერთადერთია ამ ქვეყანაში, ვისაც შეეძლო მისი ამ მდგომარეობამდე მიყვანა.

ისინი, ვის “ჩაშვებაზეც” მაღალი ალბათობით უარი თქვა ამ უბედურმა, საავადმყოფოს ეზოში დაყიალობენ აღმა-დაღმა, პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და ვერცერთი (ვერცერთი!!) ვერ ბედავს აქტიურად, ღიად, ხმამაღლა, ადამიანურად, კაცურად, ძმაკაცურად დაიცვას თავისი მკერდგახვრეტილი ახლობელი ან ბუნებრივი კითხვები მაინც დასვას იმიტომ, რომ …. ალბათ, იმიტომაც, რომ ნაჭამიც აქვთ დიდი კოვზით.

სამწუხაროდ შექსპირი მკვდარია”, – წერს ჯაფარიძე.

The post რიჟვაძეს სავარაუდოდ, ფულს და ხალხის “ჩაშვებას” სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეზე ძვირფასის დაკარგვით ემუქრებოდნენ – ზურა ჯაფარიძე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow